მონარქობა და გავლენიანობა სინამდვილეში არც ისე ადვილია და სამეფო ოჯახის წევრები საკმაოდ შეზღუდულები არიან, ბევრი წესი და ჩარჩო აქვთ, რომელსაც ვერ გაცდებიან. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ევალებათ, რომ დაიცვან პროტოკოლი. მათ შორის - ბავშვებმაც. არის 11 ძირითადი წესი, რომელთა შესრულებაც, მაგალითად, პატარა პრინცესა შარლოტას უწევს.დიდი ბრიტანეთის მმართველი დინასტიის ბევრი გულშემატკივარიც ფიქრობს, რომ სასახლეში ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. ისინი ამბობენ, რომ მსახურებით გარშემორტყმული ტიტულოვანი ადამიანები აკეთებენ მხოლოდ იმას, რაც თავად სურთ. ესწრებიან საქველმოქმედო ღონისძიებებსა და მდიდრულ შეხვედრებს. სინამდვილეში კი მათ მ უდმივად უწევთ გარკვეული წესებისა და პროტოკოლების დაცვა. ბავშვებს კი დაბადების დღიდან განსაზღვრული აქვთ, რომ არსებულ შეზღუდვებს უნდა შეეგუონ. ამიტომაც, პატარა პრინც ჯორჯს, პრინცესა შარლოტასა და მათ ძმას, პრინც ლუის სხვა გზა არ აქვთ - ბავშვებს თითქმის აკვანიდან უწევთ ეტიკეტის ექსპერტებთან ურთიერთობა, უცხო ენებისა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა. განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ ჯორჯთან, რომელიც მომავალში შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს მმართველი გახდეს. თუმცა, დათმობებზე არც პრინცესა შარლოტასთან მიდიან.თავისი ასაკისთვის, ბავშვი საზოგადოებაში თავდაჯერებულად გამოიყურება და ყოველთვის მშვიდად პოზირებს ფოტოგრაფებთან. მან უკვე პრინცესასავით მოქცევა ისწავლა. მოდი გავარკვიოთ, რა წესების დაცვაა სავალდებულო პრინცესა შარლოტასთვის:
პრინცესა შარლოტას, ისევე როგორც მის ძმებს, მოეთხოვება რამდენიმე უცხო ენის ცოდნა. სამი წლის ასაკში გოგონა, მშობლიური ინგლისურის გარდა, უკვე ესპანურად საუბრობდა. მომავალში შარლოტა ასევე ფრანგულს ისწავლის, რომელსაც მისი დიდი ბებია, დედოფალი ელისაბედ II თავისუფლად ფლობს.
შარლოტა სასახლეში უკვე ესწრება ღონისძიებებს. ბუნებრივია, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, გოგონას ჯერ უფროსებთან ერთ მაგიდასთან ჯდომის უფლებას არ აძლევენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველას, ვინც ამ სახის ღონისძიებას ესწრება, უნდა შეეძლოს დახვეწილი საუბრის შენარჩუნება და სრულყოფილად იცოდეს მანერები. ამ დროისთვის კი, პატარა პრინცესას შეუძლია კლასელებისა და ბაღის მეგობრების შესახებ ისაუბროს. ასე რომ, შარლოტა ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური სუფრით უნდა დაკმაყოფილდეს.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები ხშირად აკრიტიკებენ ქეით მიდლტონს ძველმოდურად ჩაცმის გამო და იმისთვისაც, რომ შვილებსაც იმავე სტილში აცმევს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს პრინცი უილიამის მეუღლის ახირება კი არა, აუცილებლობაა. პროტოკოლში ყველა წესია განხილული, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება და დედოფალი განსაკუთრებით მკაცრად რეაგირებს. სწორედ ამიტომ, პრინცესა შარლოტა ყველაზე ხშირად საზოგადოებაში 1950-იანი წლების სტილის კაბებში ჩნდება.
შეგიმჩნევიათ, რომ პრინცესა შარლოტა საზოგადოებაში ყოველთვის ერთი და იმავე აქსესუარით ჩნდება? იცვლება მხოლოდ მისი ფერი და ზომა. ეს შემთხვევითი არ არის. წესები მოითხოვს, რომ პატარა პრინცესებმა თმა შეიკრან და ისე წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
თანამედროვე დედების უმეტესობა შვილებისთვის კომფორტულ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მოდურ ფეხსაცმელს ირჩევს. ქეით მიდლტონს ასეთი არჩევანი არ აქვს: პრინცესა შარლოტას, ისევე როგორც მის ძმებს, მხოლოდ მარადიული კლასიკის ტარება შეუძლია. საინტერესოა, რომ შარლოტას წყალობით ასეთი ფეხსაცმელი კვლავ მოდური გახდა. მსგავსი წყვილი ჰარპერ ბექჰემის გარდერობშიც კი არის, დედამისს კი მოდის ნამდვილად ესმის.
თავის დროზე დედოფალი ელისაბედ II შვილებს ერთი ფერის სამოსის ჩაცმას სთხოვდა. დღეს ქეითი ამას არ აკეთებს. თუმცა, პატარა შარლოტა, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, ყოველთვის ატარებს კაბებს, რომლებიც იდეალურად ეხამება დედის ჩაცმულობას და ერთიან ჰარმონიას ჰქმნის. სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს კატეგორიულად ეკრძალებათ მონარქზე უფრო ნათელი ფერების ჩაცმა.
ბევრს სჯერა, რომ ყველა პრინცესას საკუთარი დიადემა აქვს, რომელსაც იგი განსაკუთრებულ შემთხვევებში ამაყად ატარებს. თუმცა, პატარა შარლოტას ასეთი აქსესუარი არ აქვს. უფრო მეტიც, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავს დიადემას მისცემენ. ეს იმიტომ, რომ პროტოკოლის მიხედვით, გაუთხოვარ გოგონებს სამეფო ოჯახში ტიარას (გვირგვინის) ტარება ეკრძალებათ. აღმოჩნდა, რომ ეს აქსესუარი იმის სიმბოლოა, რომ ქალი უკვე „დაკავებულია“ და საქმროს აღარ ეძებს.
დღეს სოციალურ ქსელებში კატებსა და ძაღლებსაც კი აქვთ გვერდები, რომ აღარაფერი ვთქვათ ცნობილი დედების შვილებზე, რომლებიც ყოველ ნაბიჯს ასახავენ და გამომწერებს უზიარებენ. თუმცა, პრინცესა შარლოტამ საკუთარ გვერდზე არც კი უნდა იოცნებოს. როგორც ჩანს, მას მეგობრებთან ურთიერთობა ძველებური მეთოდებით მოუწევს. სავარაუდოდ, სიტუაცია არ შეიცვლება მაშინაც კი, როცა გოგონა დაბერდება. ამისათვის მან "მადლობა" თავის ბიძას, პრინც ჰარის უნდა უთხრას. ერთ დროს ის ყალბ ანგარიშს იყენებდა ფეისბუქზე, მაგრამ ჰაკერებმა შეძლეს იმის გარკვევა, რომ სინამდვილეში ჰარი მართავდა აღნიშნულ გვერდს და ინფორმაცია მედიაში გაავრცელეს. ამის შემდეგ სასექსის ჰერცოგმა სოციალურ ქსელში გვერდი საერთოდ წაშალა.
შეგიმჩნევიათ, რომ სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრის პოზა იდეალურია? ელისაბედ II თავის ნათესავებთან ჩახუტებას კრძალავს და 92 წლის ასაკშიც კი თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. პატარებს ასწავლიან, რომ ზურგის გასწორება და გამართულად სიარული ძალიან მნიშვნელოვანია. პრინცესა შარლოტამ ასევე სწორად ჯდომა უნდა ისწავლოს. ამისთვის მას მოუწევს, დედას მიბაძოს, რომელმაც იდეალურად აითვისა საზოგადოებაში სიარულისა და ჯდომის მანერა.
სასახლის პროტოკოლი სერიოზული საქმეა და, როგორც ჩანს, არც ისე ადვილია მისი შესწავლა. ერთ-ერთი მთავარი წესი, რომელიც ასევე სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენლებს ეხება, ასეთია: მათ დედოფალს თავი უნდა დაუკრან და პატივისცემა გამოხატონ.
ერთ-ერთი მთავარი წესი, რომელიც შარლოტაზეც ვრცელდება, არის ის, რომ საზოგადოებაში ხელი მოკრძალებულად და დახვეწილად უნდა დაუქნიოს ხალხს და ასე მიესალმოს. მან ეს უკვე შესანიშნავად იცის.
პატარა პრინცი გაიზარდა და სამეფო ოჯახს სანერვიულოც გაუჩნდა - რატომ ღელავენ მშობლები პრინც ჯორჯზე?