მშობლებმა დაასახელეს გარდატეხის პერიოდის ყველაზე რთული ასაკი და სირთულეები, რომლებიც ყველაზე მეტად აშინებთ ამ დროს - მშობლები

მშობლებმა დაასახელეს გარდატეხის პერიოდის ყველაზე რთული ასაკი და სირთულეები, რომლებიც ყველაზე მეტად აშინებთ ამ დროს

2022-05-03 07:51:14+04:00
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე რთული პერიოდი დგება, როცა მოზარდი 15 წლის ხდება. ასეთი შედეგები უჩვენა გამოკითხვამ, რომელშიც მოზარდების ათასობით მშობელმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.

რესპონდენტების უმრავლესობამ (75%) 13-დან 19 წლამდე ასაკი დაასახელა ყველაზე რთულ პერიოდად, ხოლო ყოველმა მესამე მშობელმა აღიარა, რომ არ აღმოჩნდა მზად ამ განსაცდელისთვის. 

ყველაზე მეტად სტრესის გამომწვევი მშობლისთვის ყოფილა მოზარდის ხასიათის ცვალებადობა, მეორე ადგილზეა - მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებში შვილის დახმარება, მშობლებისთვის მესამეზეა სირთულით მოზარდისთვის ნების მიცემა, დაუშვას საკუთარი შეცდომები. 

მშობლების ორმა მესამედმა თქვა, რომ ეჩვენებათ, მათი შვილი ვერ უმკლავდება სტრესს, რომელიც დაკავშირებულია სკოლასთან, გამოცდებთან და სხვა პრობლემებთან. თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ასეთი ზეწოლა უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე, ასევე მის თავდაჯერებაზე. მშობლების 37%-მა მიანიშნა, რომ ნერვული დაძაბულობა იწვევს კონფლიქტებს, 36%-ის თქმით, მათ მოზარდებს აგრესიის შემოტევებიც აქვთ, 32%-ის თქმით კი, მოზარდები უძილობით იტანჯებიან. 

მოზარდობის ასაკში ხდება შინაგანი ბიოლოგიური რიტმების ცვლილება - "ტოროლადან" ბავშვი გადაიქცევა "ბუდ", რომელიც გვიან იძინებს და ღამეებს ათენებს. არადა, მოზარდს ადრე უწევს დილით ადგომა სასკოლედ, რასაც ქრონიკული გამოუძინებლობა და მისი თანმდევი პრობლემები მოსდევს - უნარების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის დაკარგვა, დაღლილობა, ცუდად სწავლა - აღნიშნავს ფსიქოლოგიის პროფესორი მარგარეტა ჯეიმსი, რომელიც უძღვებოდა გამოკითხვას.

მძლავრი ჰორმონალური ცვლილებები და ტვინის აქტიური მომწიფება პუბერტატულ პერიოდში იწვევს იმას, რომ მოზარდს უჭირს პრიორიტეტების დალაგება, მოქმედებების დაგეგმვა, იმპულსური ქცევების მართვა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მოტივაციის უკმარისობას, განწყობის ცვალებადობას, კონფლიქტებს ავტორიტეტებთან, გავლენას ახდენს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, განსაკუთრებით, თუ საუბარია სარისკო ქცევაზე.

altთუ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკი აქვს, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ - სპეციალისტი მოზარდთა დეპრესიებზე, ხასიათის ცვალებადობაზე და საგანგაშო ნიშნებზე