რა ცვლილებებს მოგიტანთ მთვარის დაბნელება - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - მშობლები

რა ცვლილებებს მოგიტანთ მთვარის დაბნელება - პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2022-05-17 06:08:38+04:00
16 მა­ისს, 8:11-ზე, მო­რი­ე­ლის ოც­და­მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა იყო, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და ამით და­ი­ხუ­რა გა­ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. მზე ახლა კუ­რო­შია, მთვა­რე მო­რი­ელ­ში. გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია კურო-მო­რი­ე­ლის ღერ­ძი - ფი­ნან­სე­ბი, რე­სურ­სე­ბი. მო­რი­ე­ლის არის ტრანსფორ­მა­ცია, კრი­ზი­სი, პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბი, კრე­დი­ტი, გა­და­სა­ხა­დე­ბი, ექ­სტრი­მი, ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი არის პლუ­ტო­ნი, რო­მე­ლიც ახლა თხის რქა­ში და რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა­შია. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში, ფი­ნან­სურ და სა­ბან­კო სფე­რო­ში, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის თე­მებ­ში.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ეს არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, პა­ტი­ე­ბის­თვის, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ავად­მყო­ფო­ბის­გან, ში­შე­ბის­გან, ვა­ლე­ბის­გან.

უნდა და­ფიქ­რდეთ, რა რე­სურ­სებს ფლობთ, რამ უნდა მო­გი­ტა­ნოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ შე­დე­გი ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან, პრო­ექ­ტის­გან. ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ წარ­სულ­მა, გა­ნახ­ლდეს ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, საქ­მე­ე­ბი. 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე იყო ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა და გა­იხ­სე­ნეთ, რისი დას­რუ­ლე­ბა და­ი­წყეთ, რას საქ­მი­ა­ნობ­დით მა­შინ, სად გსურ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი? გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2004 წლის აპ­რილ­ში, შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. ან და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც მა­შინ და­ი­წყეთ.

ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ შე­ფერ­ხდე­ბა ზო­გი­ერ­თი საქ­მე, ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ასა­კით და თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან, მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, გა­ცივ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, - მზე სა­ტურნ­თან კონ­ფლიქ­ტშია. ამას­თან, მერ­კუ­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლია. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მო­ი­მა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა; მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. არ გა­და­ი­ღა­ლოთ, არ გა­დატ­ვირ­თოთ გული, ხერ­ხე­მა­ლი.
გარ­და ამი­სა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, შხამ-ქი­მი­კა­ტებ­თან (სა­ო­ჯა­ხო ქი­მი­ას­თა­ნაც). საქ­მე იმა­შია, რომ 18 მა­ისს მარ­სი­სა (ომის ღმერ­თი) და ნეპ­ტუ­ნის (ილუ­ზი­ე­ბი, ტყუ­ი­ლე­ბი) შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 14-დან 22 მა­ი­სის ჩათ­ვლით და თან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ამ­ძაფ­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრიმ­ზი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­მომ­ჟღავ­ნდეს სა­ი­დუმ­ლო. გაფრ­თხილ­დით, ილუ­ზი­ებ­ში, ტყუ­ი­ლებ­ში გა­და­ვარ­დნილ­მა არ ჩა­ი­დი­ნოთ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხე­ლით არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ქი­მი­უ­რი ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­ბინ­ძურ­დეს წყა­ლი (შემ­თხვე­ვით ან გან­ზრახ), ან კა­ტაკ­ლიზ­მებ­მა იმა­ტოს წყალ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მათ­რო­ბე­ლა (ალ­კოჰო­ლი, ნარ­კო­ტი­კი) ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, აგ­რეთ­ვე, მე­დი­კა­მენ­ტებ­თა­ნაც (მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მო­წამ­ვლა).

ვის­ზე იმოქ­მე­დებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა? რა თქმა უნდა, მო­რი­ე­ლებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით 15-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვი­საც მო­რი­ელ­ში, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 23-29 გრა­დუს­ში გყავთ პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. კირჩხი­ბებს (15-21 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და თევ­ზებს (13-19 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) გაქვთ შან­სი, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო და გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლოთ. ცოტა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ კუ­რო­ებს (13-19 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს), ლო­მებს (15-21 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და მერ­წყუ­ლებს (11-17 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი და სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბი. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ.

პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:


ვერ­ძი


ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს ფი­ნა­ნურ თე­მას: გახ­დე­ბით ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სარ­გე­ბე­ლი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბის­გან, მემ­კვიდ­რე­ო­ბა. უმე­ტე­სო­ბა გა­ის­ტუმ­რებთ ვა­ლებს, გა­და­სა­ხა­დებს. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა უსარ­გებ­ლო ნივ­თი. გა­თა­ვი­სუფ­ლდით არაფ­რის­მომ­ცე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და­შო­რე­ბა თქვენს სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორ­თან ან პი­რი­ქით, ახალ­გაც­ნო­ბილ­თან გა­ხა­დოთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი.

კურო


ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ზო­გი­ერთ საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან და­ას­რუ­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას; ან გა­დახ­ვალთ ახალ სა­ფე­ხურ­ზე. გა­და­წყვეტთ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ან და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი და­გემ­შვი­დო­ბოთ, ად­გი­ლი გა­უ­თა­ვი­სუფ­ლოს სხვას. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა ან გა­ი­გებთ, რომ გე­ყო­ლე­ბათ. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-21 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

ტყუ­პი


ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­როს. მო­გეხ­სნე­ბათ ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. გა­მო­იც­ვლით სამ­სა­ხურს ან სა­მუ­შაო გრა­ფიკს. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით, თუ შინ გყავთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გექ­ცეთ. თუ რამე და­ა­ვა­დე­ბა გა­წუ­ხებ­დათ, გა­მო­ნა­ხავთ ექიმს ან მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თოდს და გა­ნი­კურ­ნე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მე­დიც­ნო კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო დროა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ძი­ლის, კვე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

კირჩხი­ბი


ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­როს: გა­და­წყვეტთ და­წყვი­ლე­ბას, დას­რულ­დე­ბა თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბა. და­ას­რუ­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექტს, ზო­გი­ერ­თი კი პი­რი­ქით, გა­იხ­სე­ნებს და გა­ნა­ვი­თა­რებს ჰო­ბის. იმა­ტებს დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დას­წრე­ბის, მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი, სა­ბავ­შვო­სიც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ ან ცვლი­ლე­ბე­ბი ელით თქვენ შვი­ლებს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. განაგრძეთ კითხვა