"რამდენი ნაგავი იმალება იდეალური კაცის ნიღბის უკან... არასოდეს არ უნდა მოითმინოს ქალმა ძალადობა. ყველანაირი გასაჭირი სჯობს მოძალადე კაცთან ყოფნას..." - მშობლები

"რამდენი ნაგავი იმალება იდეალური კაცის ნიღბის უკან... არასოდეს არ უნდა მოითმინოს ქალმა ძალადობა. ყველანაირი გასაჭირი სჯობს მოძალადე კაცთან ყოფნას..."

2022-05-22 19:49:15+04:00
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ხშირად ეხმაურება აქტუალურ თემებს, რომლებიც ქვეყანაშია. ამჯერად ოჯახური ძალადობის თემაა წინ წამოწეული და სამწუხაროდ, ეს თემა საზოგადოებაშიც მუდამ აქტუალურია. ამიტომაც არის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის კატოსა და მის მიერ ნაპოვნი "იდეალური მამაკაცის" სცენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მაყურებლები ძალადობის სცენას სერიალის ფეისბუქგვერდზეც გამოეხმაურნენ. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

  • შეურიგდება! ზუსტად რეალობაა გადმოცემული რაც ხდება და რამდენი ქალია ძალადობის მსხვერპლი საქართველოში!
  • ახლა ამის მერე რომ შეურიგდება და ისევ დაუთმობს, ის ემართება ქალების უმრავლესობას დღეს რეალობაში. სამწუხაროდ!
  • მსგავს რეალობაში დღეს ბევრი ქალი ცხოვრობს, უმიზეზოდ მოძალადე კაცების გვერდით. თუ ვინმეს ამ კადრებზე გაეცინა ან თვლის, რომ ეს უბრალოდ სერიალია და გამოგონილი სიუჟეტი, ძალიან ცდება.
  • ქალების ძალიან დიდი ნაწილის ყოველდღიურობა, რომელიც მკვლელობით სრულდება.
  • ყველა ასეთი "იდეალური კაცის" უკან დაკომპლექსებული არაკაცია.
  • ძალადობის მსხვერპლ ადამიანს მორალური მხარდაჭერა სჭირდება და მოძალადისგან დროულად გაქცევა, ასევე, შესაბამისად, დასასჯელია მოძალადე. კომენტარებში, რაც ხდება არაადეკვატურია, წარმოიდგინეთ, თქვენ შვილებს, დედებს და დებს რომ იგივე დაემართოთ როგორ მიიღებთ, თუმცა, ნათელია უკვე, ყოველდღიური სტატისტიკა მეტყველებს ამაზე, რასაც თქვენივე კომენტარები აგვირგვინებს. სწორედ ჩვენ, საზოგადოება ვუწყობთ ხელს მოძალადეს და ფატალურ შედეგში მონაწილეობასაც ვიღებთ (ირიბ მონაწილეობას). არანაირი ძალადობა, არც ერთი მიზეზით, არ არის გამართლებული, როგორც ქალის, ასევე, კაცის მიმართ...
  • არასოდეს არ უნდა მოითმინოს ქალმა ძალადობა. ყველანაირი გასაჭირი სჯობს მოძალადე კაცთან ყოფნას.
  • რამდენი ქალია რეალურად ასეთ სიტუაციაში და რამდენი ნაგავი იმალება იდეალური კაცის ნიღბის უკან. იმედია კატოს პერსონაჟი სწორად მოიქცევა და სხვა უამრავ ქალსაც, რომელიც მსგავს და უარეს ყოფაშია, მისცემს სიძლიერის მაგალითს.
  • ქართული ოჯახების ძალიან დიდ პროცენტს ასახავს ეს წყვილი. იმედია, ამ სცენების მერე მაინც დაფიქრდებიან მოძალადეების გვერდით მყოფი ადამიანები და ისწავლიან იმის გარჩევას, თუ რა არის სიყვარული და რა პათოლოგია და მანიაკალიზმი...
  • ხალხში აღიარებული იდეალური კაცები ზოგჯერ ყველაზე შორს არიან იდეალურისგან.

 

alt"მყავს მეუღლე და ერთი შვილი" - როგორ მოხვდა "სოსო" ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში?