"ხშირად დამცინიან და ძალიან მწყინს..." - ბილი აილიშმა თავის დიაგნოზზე ისაუბრა, რის გამოც ძალიან იტანჯება - მშობლები

"ხშირად დამცინიან და ძალიან მწყინს..." - ბილი აილიშმა თავის დიაგნოზზე ისაუბრა, რის გამოც ძალიან იტანჯება

2022-05-30 07:05:42+04:00
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი ბილი აილიში სტუმრობდა დევიდ ლიტერმანის ახალ შოუს "ჩემი შემდგომი სტუმარი წარდგენას არ საჭიროებს". საუბრის მთავარი თემა ბილის დიაგნოზი იყო - ტურეტის სინდრომი, რომელიც მას 11 წლის ასაკში დაუდგინდა. პირველად ამის შესახებ მომღერალმა 2018 წელს ისაუბრა, როცა თაყვანისმცემლებმა ყურადღება მიაქციეს მის უჩვეულო ქცევებს სცენაზე და მას მოუწია ახსნა, რა ხდებოდა. ლიტერმანთან საუბრისასაც იჩინა თავი ტიკმა - ეს ტურეტის სინდრომის გამოვლინებაა, როცა მოძრაობითი და ბგერითი ტიკები თავისდაუნებურად იჩენს თავს. 
"ყველაზე ხშირი რეაქცია ადამიანებისა სიცილია, მათ ჰგონიათ, რომ ვშაყირობ. მე ეს ძალიან მწყინს", - ამბობს ბილი. 

ბილის თქმით, ყოველთვის არ არის ეს ტიკები შესამჩნევი, მაგრამ ძალიან დამღლელია - მაგალითად, საუბრის დროს შეიძლება ყბა გაექცეს ან ხელის კუნთები აუთამაშდეს. ბილი თანახმაა, ამაზე ხმამაღლა ისაუბროს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება ამ სინდრომით, მათ შორის, მისი კოლეგებიც, უბრალოდ მათ არ სურთ ამაზე საუბარი.

altცნობილი და წარმატებული ადამიანები, რომელთაც აუტიზმისა და ასპერგერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს