ჩვეულებრივ ცხოვრებაში მსგავსი ურთიერთობების დროს მამაკაცები მკაცრად ისჯებიან და მათ პედოფილებად აცხადებენ, თუმცა რატომღაც ეს ცნობილი ადამიანები ციხეში არ მოხვედრილან, მხოლოდ საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა აკმარეს. გადავავლოთ თვალი რამდენიმე გახმაურებულ ამბავს, რომელზეც დღესაც ხშირად წერენ სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების გამო.
ვუდი ალენი და სუნ-ი პრევენი (49 წლის და 13 წლის)
ზუსტად როდის დაიწყო ეს ურთიერთობა, საზოგადოებისთვის უცნობია. 49 წლის იყო ვუდი ალენი, როცა მისმა ცოლმა მია ფეროუმ სთხოვა რეჟისორს, 13 წლის სუნ-ი, ნაშვილები გოგონა, კალათბურთის მატჩზე წაეყვანა და ამბობენ, რომ სწორედ მაშინ მიაქცია მას ყურადღება. მია ვერც კი წარმოიდგენდა, რით დასრულდებოდა ეს ამბავი. თავად წყვილი კი მოგვიანებით ყვებოდა, რომ მათ პირველი ახლო ურთიერთობა 1991 წელს ჰქონდათ, ანუ ამ შემთხვევიდან რამდენიმე წელში. საბოლოოდ ამ ამბავს რა თქმა უნდა, მაინც მოჰყვა სკანდალი, მიამ ვუდი პედოფილიაში დაადანაშაულა, შემდეგ კი სასამართლოში უჩივლა და კიდევ ორ შვილობილთან ურთიერთობა აუკრძალა.
ახლა წყვილი კვლავ ერთად ცხოვრობს და ორ ქალიშვილს ზრდიან.
რომან პოლანსკი და ნასტასია კინსკი (43 წლის და 15 წლის)
1976 წელს პოლანსკიმ ურთიერთობა გააბა მსახიობ ნასტასია კინსკისთან. იმ დროს რეჟისორი 43 წლის იყო, გოგონას კი 15 წელი სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა. ურთიერთობა 3 წელს გაგრძელდა. მოგვიანებით ნასტასია ამ ფაქტზე არ საუბრობდა, თუმცა რეჟისორებთან ურთიერთობას ასე იხსენებდა:
"სრულიად ნორჩ ასაკში მომეცა შანსი, ვყოფილიყავი მართული გენიოსების მიერ. ასეთები იყვნენ რომან პოლანსკი და ვიმ ვენდერსი. თუმცა მე ვაძლევდი საკუთარ თავს უფლებას, მათთვის რჩევები მიმეცა და გამეკრიტიკებინა კიდეც, რის გამოც მალე შემექმნა ცუდი რეპუტაცია. წლების მერე ვხვდები, რატომ ვერ მიტანდნენ ასე..."
სონი და შერი (27 წლის და 16 წლის)
ჯერ კიდევ არასრულწლოვანი, მომავალი ვარსკვლავი შერი სახლიდან გაიქცა და ჰოლივუდის დასაპყრობად გაეშურა, იქ კი პირველი სონი ბონო გაიცნო - მომღერალი და პროდიუსერი. ამით დაიწყო შერის ოჯახური ცხოვრება და კარიერული სვლაც. წყვილმა შექმნა დუეტი "სონი და შერი", რომელმაც 1977 წლამდე იარსება. ათ წელიწადში ქორწინება დაირღვა და კოლექტივიც. მოგვიანებით შერი ამბობდა, რომ სწორედ ბონო იყო და არის მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული.
რენე ანჯელილი და სელინ დიონი (39 წლის და 13 წლის)
სულ პირველად მომავალი ქმარი სელინმა მაშინ გაიცნო, როცა 12 წლის იყო. სწორედ რენემ დაინახა დიონში უჩვეულო ნიჭი და მთელ მსოფლიოს უჩვენა. "თვითონ მე არასდროს ვწერდი სიმღერებს. ნოტების კითხვაც არ ვიცოდი და არც ინსტრუმენტზე დაკვრდა. მე მყავდა შესანიშნავი მენეჯერი, რომელიც საუკეთესო ადამიანებს მაცნობდა. მე და რენე შოუბიზნესისასდმი ვნებამ დაგვაახლოვა. ჩვენ მუსიკამ დაგვაკავშირა", - ამბობდა მოგვიანებით სელინი.
საიდუმლო ნიშნობიდან 7 წელიწადში იქორწინეს და მათმა ქორწინებამ გაძლო ბოლომდე, სანამ რენე ავადმყოფობამ არ შეიწირა.
