14 წლით სახლში გამოკეტილი 6 ძმისა და მათი დის ამბავი - როგორ დააღწიეს თავი ძმებმა მშობლების ტყვეობას - მშობლები

14 წლით სახლში გამოკეტილი 6 ძმისა და მათი დის ამბავი - როგორ დააღწიეს თავი ძმებმა მშობლების ტყვეობას

2022-06-11 14:06:48+04:00
ეს ნამდვილად არ არის მოგონილი ამბავი. სამწუხაროდ, ეს სინამდვილეა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ხანდახან მშობელი ყველაზე დიდ მტრად ევლინება საკუთარ შვილს...

ექვსი ძმა და მათი და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაიზარდა, თუმცა სინამდვილეში არც ნიუ-იორკში უცხოვრიათ და არც მანჰეტენის დიდებულება უგრძნიათ - ისინი წლობით იყვნენ მაღალსართულიანი სახლის ბინაში გამოკეტილები და ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალს ცხოვრებას, რომელიც მათ მიღმა მიედინებოდა. ასე გადაწყვიტა მათმა მამამ, რომელსაც სურდა, შვილებისთვის „ცივილიზაციის სიბოროტეები“ და ბევრი სხვა საფრთხე აერიდებინა. "მგლის ხროვა" - ასე უწოდეს ამ ოჯახს მოგვიანებით ჟურნალისტებმა და ასევე ეწოდა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მოგვიანებით მათ შესახებ გადაიღეს... თუმცა მანამდე, სანამ მსოფლიო მათ შესახებ შეიტყობდა, იყო მთელი 14-წლიანი კარჩაკეტილობა და ჩვეულებრივი ტყვეობა...

კარგი დასაწყისი

დასაწყისი ნამდვილად კარგი იყო. 1989 წელს ამერიკელმა სიუზანმა, რომელსაც უყვარდა თავისუფლება, ჰიპად მიაჩნდა თავი და ბევრს მოგზაურობდა, პერუში გაიცნო ადგილობრივი მცხოვრები ოსკარ ანგულო, რომელიც გიდად მუშაობდა. მათ ერთმანეთი მოეწონათ. ოსკარი სიუზანს ამერიკაში გაჰყვა და იქ კრიშნაიტულ თემთან ერთად ცხოვრობდნენ, მერე კი ტრაილერით მოგზაურობდნენ მთელ ქვეყანაში. ოსკარი როკ-მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა შოუ-ბიზნესი არ ჩქარობდა მისი ნიჭის აღიარებას. როცა პირველი შვილი გაუჩნდათ, წყვილი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. თუმცა იქ საკმაოდ ძვირი იყო ცხოვრება, სახლიც ვერ იყიდეს და ნიუ-იორკში გადავიდნენ. სიუზანს მშობლები დაეხმარნენ ფინანსურად და სახლის ყიდვა მოახერხეს. სწორედ იქ მოიწყეს ოჯახური ბუდე. ოსკარმაც ფიზიკურად დაიწყო შრომა და არც ისე ცუდი შემოსავალი ჰქონდა...
თუმცა ოსკარს აშინებდა დიდი ქალაქი, დანაშაულების რაოდენობით და მრავალრიცხოვანი ცდუნებებით. გადაწყვიტა, რომ ისინი "დაეცვა" ყველა საფრთხისგან და ცოლ-შვილს (იმ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდა) სრულიად აუკრძალა სახლიდან გასვლა. თავად შეეგუა იმას, რომ როკმუსიკოსი ვერ გახდებოდა, მიეძალა ალკოჰოლს, მოგვიანებით კი პარანოიის ნიშნებიც გამოავლინა. სახლის გასაღებების ერთადერთი კომპლექტი სულ ედო ჯიბეში და არასოდეს არ აძლევდა ოჯახის წევრებს. 
mshoblebi
ოსკარი და სიუზანი


გაქცევა ციხიდან

უმცროსი შვილები ნიუ-იორკში დაიბადნენ. ყველა სახლში სწავლობდა სასკოლო საგნებს, დედასთან. მხოლოდ და არ მონაწილეობდა სწავლის პროცესში - მას აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და უჭირს ურთიერთობა ოჯახის წევრებთანაც. სიუზანი მოგვიანებით ამბობდა, რომ ვერ ეწინააღმდეგებოდა ქმარს, რადგან ეშინოდა მისი. ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლიც იყო წლების განმავლობაში და ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.
სამყაროს კი ბიჭები ფილმებიდან ეცნობოდნენ. შინ უამრავი ვიდეოკასეტა ჰქონდათ და დაუსრულებლად უყურებდნენ. იმახსოვრებდნენ ტექსტებს კინოფილმებიდან, თავადვე ამზადებდნენ რეკვიზიტებს, დეკორაციებს და კინოფილმში ნანახ საყვარელ სცენებს ასახიერებდნენ. ეს იყო მათი ხსნის გზა, რომ არ გაგიჟებულიყვნენ და კარჩაკეტილობისთვის გაეძლოთ. 
mshoblebi
2010 წელს, ერთ-ერთმა ძმამ, მუკუნდამ, მოახერხა სახლიდან გაძრომა და ქალაქში გაისეირნა. სხვებს ამის მცდელობაც არ ჰქონიათ, ისე ეშინოდათ გარე სამყაროსი. შინ დაბრუნებულმა მუკუნდამ, ალკოჰოლიზმისგან უკვე საკმაოდ დაუძლურებული მამის წინააღმდეგაც გაიბრძოლა და მიაღწია იმას, რომ ხანდახან ძმები ქალაქში გადიოდნენ. მათი გასვლა ყველასთვის იყო შესამჩნევი - ყველას გრძელი თმა ჰქონდა (მამა თმის შეჭრასაც უკრძალავდათ), ყველას შავი სათვალე ეკეთა და კოსტიუმები, როგორც კვენტინ ტარანტინოს ფილმის "ცოფიანი ძაღლების" პერსონაჟებს. ასე შენიშნა სწორედ ისინი რეჟისორმა კრისტალ მოზელმა და გადაწყვიტა, მათზე ფილმი გადაეღო.

"ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რომელიღაც დაკარგულ აბორიგენ ტომს გადავეყარე. არადა, ეს ხდებოდა არა სადღაც დასაკარგავში, არამედ მანჰეტენის ქუჩებში“, - ყვებოდა მოგვიანებით რეჟისორი. 
მოზელმა მოახერხა მათი ნდობის მოპოვება და გაიგო მათი ამბავიც. აღმოჩნდა, რომ მშობლების და ერთმანეთის გარდა ისინი არავის იცნობდნენ, რამაც ქალი გააოგნა. თუმცა უფრო გაოცებული მაშინ დარჩა, როცა მათი ცხოვრების წესი ნახა და გაიგო, როგორ იყვნენ წლობით ტყვეობაში. 

ჰეფი-ენდი ხროვისთვის

mshoblebi

ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და ძმების შესახებ მსოფლიომ შეიტყო. მას მედიის ყურადღებას სოციალური სამსახურების გამოხმაურება მოჰყვა. ბიჭები ფსიქიატრებმა გამოიკვლიეს. ძმებს დაეხმარნენ რეალურ სამყაროსთან ადაპტირებაში. ბხაგავანი ჰიპ-ჰოპის სკოლაში ჩაეწერა და პროფესიონალ მოცეკვავეობაზე ოცნებობს. გოვინდა ფოტოგრაფობას აპირებს. ნარაიანას გარე სამყაროს პრობლემები აინტერესებს. უმცროსებს - კრიშნასა და ჯაგადეშს კი მუსიკა უყვართ. მაკუნდა, რომელიც ძმებში ლიდერივით არის, დამწყები მწერალია. ხუთი ძმა სახლში დარჩა, გოვინდამ კი მარტო ცხოვრება გადაწყვიტა.

altყველაზე ნამდვილი და დაუჯერებელი ისტორიები ბავშვ-მაუგლებზე, რომლებიც ადამიანების ნაცვლად, ცხოველებმა გაზარდეს