ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები საქართველოში, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისას ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები - მშობლები

ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები საქართველოში, სადაც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისას ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები

2022-06-17 11:35:34+04:00
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდა. რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობდა, თუმცა მიუხედავად ამხელა შეუალედისა, მშობლები 24 მაისს განსაკუთრებით ელოდნენ, რომ შვილების დარეგისტრირება სასურველ სკოლაში მოეხერხებინათ. ზოგმა ეს წარმატებით მოახერხა, ზოგი კი წუხდა, რომ ადგილები რამდენიმე წამში შეივსო და ბავშვის სხვა სკოლაში დარეგისტრირება მოუწია. mshoblebi.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა მონაცემები იმ სკოლების შესახებ, სადაც 24 მაისს, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს, ადგილები ყველაზე სწრაფად შეივსო.

15 სკოლა საქართველოს მასშტაბით, სადაც ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები:

  1. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა
  2. აჭარა, ბათუმი - სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
  3. ქვემო ქართლი, რუსთავი - სსიპ - ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლა
  4. აფხაზეთი, სსიპ - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა
  5. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
  6. აჭარა, ბათუმი - სსიპ - ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა
  7. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლა
  8. იმერეთი, ქუთაისი სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
  9. თბილისი, ძველი თბილისი - სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა
  10. ქვემო ქართლი, რუსთავი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №24 ქართული გიმნაზია
  11. სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი - სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა
  12. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №137 საჯარო სკოლა
  13. სამეგრელო-ზემო სვანეთი, ფოთი - სსიპ - ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის №2 საჯარო სკოლა
  14. კახეთი, გურჯაანი - სსიპ - ქალაქ გურჯაანის №2 საჯარო სკოლა
  15. ქვემო ქართლი, რუსთავი - სსიპ - ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა

10 სკოლა თბილისის მასშტაბით, სადაც ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები:

  1. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა
  2. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №221 საჯარო სკოლა
  3. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლა
  4. თბილისი, ძველი თბილისი - სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლა
  5. თბილისი, ვაკე-საბურთალო - სსიპ - ქალაქ თბილისის №137 საჯარო სკოლა
  6. თბილისი, ისანი-სამგორი - სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა
  7. თბილისი, გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა
  8. თბილისი, გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ თბილისის №112 საჯარო სკოლა
  9. თბილისი, გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №143 საჯარო სკოლა
  10. თბილისი, გლდანი-ნაძალადევი - სსიპ - ქალაქ თბილისის №69 საჯარო სკოლა

სკოლები რეგიონების მიხედვით, სადაც ყველაზე სწრაფად შეივსო ადგილები:

  • აფხაზეთი - სსიპ - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა
  • აჭარა- სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა
  • თბილისი- სსიპ - ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა
  • იმერეთი- სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა
  • კახეთი - სსიპ - ქალაქ გურჯაანის №2 საჯარო სკოლა
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - სსიპ - მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა
  • ქვემო ქართლი - სსიპ - ქალაქ რუსთავის №28 საჯარო სკოლა
  • შიდა ქართლი - სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა
შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

თამარ იაკობაშვილი