ცნობილი მსახიობი თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ალაპარაკდა. მან კომენტარი დატოვა ჟურნალ People-ის პოსტის ქვეშ, სოციალურ ქსელში, რაც თავისთავად იშვიათობაა ასეთი მასშტაბის ვარსკვლავისგან. პოსტში საუბარი იყო მოცეკვავე პეტ მურგატროიდზე, რომელსაც მუცელი მოეშალა და ბავშვი დაკარგა.
"ქალებს არ აქვთ სპეციალური ფორუმი, რომ ამ დანაკარგის სიღრმეზე იმსჯელონ. 9 ბავშვი დავკარგე მუცლის მოშლის გამო. ეს არ არის წვრილმანი, არც ფიზიკურად და არც ემოციურად. მაგრამ იძულებული ვართ, მარტოებმა გადავიტანეთ, საიდუმლოდ და რაღაცნაირი წარუმატებლობის განცდით. იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ საჭირო თანაგრძნობა, მხარდაჭერა და რეაბილიტაცია, რაც ასე გვჭირდება. ქალის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მამაკაცური იდეოლოგიის მეურვეობის ქვეშაა, ამიტომაც არის უსუსური და დათრგუნული", - დაწერა შერონმა.
დღეს მსახიობს სამი ბიჭუნა ჰყავს, რომლებიც იშვილა.
შერონ სტოუნს ინსულტის შემდეგ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა: "სხეულიდან გამოვედი და მიცვალებულებს ვესაუბრებოდი"
უშვილობის დიაგნოზი, მძიმე დაავადება, წარუმატებელი ქორწინებები - შერონ სტოუნის პირადი ტრაგედიები