"მამიკოს გამხარებელი, ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია 5 წლის გახდა!" - გია ბაღაშვილის უმცროსი ქალიშვილის მოკრძალებული იუბილე - მშობლები

"მამიკოს გამხარებელი, ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია 5 წლის გახდა!" - გია ბაღაშვილის უმცროსი ქალიშვილის მოკრძალებული იუბილე

2022-07-27 16:25:47+04:00
გია ბაღაშვილისა და თაკო ტაბატაძის უმცროსი, მეოთხე ქალიშვილი დღეს 5 წლის გახდა. როგორც თაკოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, გოგონას დაბადების დღე მოკრძალებულად აღნიშნეს, ოჯახურ წრეში. როგორც ცნობილია, თაკო ტაბატაძე და გია ბაღაშვილი განქორწინდნენ და გოგონები ძირითადად დედასთან ცხოვრობენ. სწორედ დედასთან და დებთან ერთად აღნიშნა ანასტასიამ იუბილე. 
mshoblebi
mshoblebi
მოგვიანებით მისალოცი ტექსტი და ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა გია ბაღაშვილმაც:
"მამიკოს გამხარებელი, ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია 5 წლის გახდა! გილოცავ მამიკო! ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე!"
mshoblebi