"ჩემო ბუთქუჩა დიდო ადამიანო..." - მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა - მშობლები

"ჩემო ბუთქუჩა დიდო ადამიანო..." - მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

2022-08-01 08:07:04+04:00
სამწუხაროდ, მომღერალი მამუკა ონაშვილი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩემო ბუთქუჩა დიდო ადამიანო", "ჩამწყვიტე გული ბოლომდე, ადამიანო, როგორ მჯეროდა, რომ გამოძვრებოდი..." "უნიჭიერესო და დიდი გულის ადამიანო" - წერენ მისი მეგობრები და კოლეგები. 
ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.