"იტი­რა ექიმმა, რო­დე­საც ხა­ტია ნახა, რა გა­უ­კე­თეს ამ ბავ­შვს ასე­თიო" - რა მდგომარეობაში გოგონა, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა? - მშობლები

"იტი­რა ექიმმა, რო­დე­საც ხა­ტია ნახა, რა გა­უ­კე­თეს ამ ბავ­შვს ასე­თიო" - რა მდგომარეობაში გოგონა, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა?

2022-08-04 16:55:46+04:00

4 წლის წინ ხა­ტია თვა­უ­რის ცხოვ­რე­ბა ერთ დღე­ში შე­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­ვი­და, რათა ცხვი­რის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მისი ოც­ნე­ბა ოც­ნე­ბად დარ­ჩა, რად­გან 2017 წლის 7 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ, გო­გო­ნა კო­მა­შია, მას ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გული გა­უ­ჩერ­და...

თავ­და­პირ­ვე­ლად ხა­ტი­ას ოჯახს იმე­დი არ და­უ­კარ­გავს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ არ წა­ვი­და. მას შემ­დეგ, კი, რო­დე­საც ოჯახს ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ამო­ე­წუ­რა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და საფ­რან­გეთ­ში ლტოლ­ვი­ლად ჩა­ბა­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ოჯა­ხი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს.

"პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" ხა­ტი­ას დედა თეო სი­და­მო­ნი­ძე ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ივ­ლის­ში იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და რომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაც კი გახ­და სა­ჭი­რო.

"ხა­ტი­ას გას­ტრო­ზონ­დი აქვს მუ­ცელ­ში, რო­მელ­მაც გა­ჟო­ნა და ინ­ფექ­ცია გან­ვი­თარ­და. სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, სამი სა­ა­თი ჰყავ­დათ შეყ­ვა­ნი­ლი. ერთი თვე ვი­წე­ქით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ახლა უკე­თე­სად არის", - ამ­ბობს თეო სი­და­მო­ნი­ძე.

დე­დის თქმით, ფრან­გი ექი­მე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ხა­ტია ფეხ­ზე და­ა­ყე­ნონ, მაგ­რამ ოჯა­ხის­თვის იმე­დის მი­ცე­მა უჭირთ...

"ერთი კვი­რის წინ სტრას­ბურ­გში ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ნევ­რო­ლო­გი მყავ­და. იტი­რა ამ ქალ­მა რო­დე­საც ხა­ტია ნახა, რა გა­უ­კე­თეს ამ ბავ­შვს ასე­თი, რო­გორ მინ­და ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნოო. ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ი­ცი­ლეს თა­ვი­დან.
იხილეთ სრულად და ნახეთ ვიდეო