საფრთხე გამოუცდელი მშობლებისგან: "ბავშვი შეიძლება გაიგუდოს" - მშობლები

საფრთხე გამოუცდელი მშობლებისგან: "ბავშვი შეიძლება გაიგუდოს"

2022-08-08 16:20:31+04:00
ბავშვის მოვლის წესები დროსთან ერთად იცვლება, იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება. ამის გამო ძველად გავრცელებული მეთოდები ხშირად უსარგებლოდ და ზოგჯერ საზიანოდაც ითვლება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომლებითაც გამოუცდელმა მშობლებმა შეიძლება ბავშვს საფრთხე შეუქმნან.

მუცელზე ძილი

სანამ ბავშვი არ ისწავლის მუცლიდან ზურგზე დამოუკიდებლად გადატრიალებას, ანუ საშუალოდ 4-5 თვემდე, მუცელზე არ უნდა დააძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი შეიძლება გაიგუდოს. ამიტომ ძალიან მცირეწლოვან ბავშვებს უნდა ეძინოთ ზურგზე ან გვერდზე მიბრუნებულს. დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, როცა ის ფხიზლად არის. ამ პოზაში ის შეძლებს არა მხოლოდ თამაშს, არამედ ზურგის, კისრის, მკლავების კუნთების ვარჯიშსაც.

იოდი

ნუ დაუმუშავებთ ჭრილობებს ბავშვს იოდით. იოდმა და სხვა სპირტის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება დამწვრობა გამოიწვიონ. გარდა ამისა, როცა ანტისეპტიკი ასე მკვეთრი შეფერილობისაა, ძნელია ჭრილობის მდგომარეობის კონტროლი, შეიძლება ინფექციის ნიშნებიც კი გამოგეპაროთ. ამიტომ გამოიყენეთ უფერო ანტისეპტიკები სპირტის გარეშე ქლორჰექსიდინის ან წყალბადის ზეჟანგის საფუძველზე.


სინათლე საძინებელში

საძინებელში მთელი ღამით ჩართული სანათი არ არის კარგი ბავშვისთვის. ზრდის ჰორმონი სიბნელეში გამოიყოფა. შეგიძლიათ ბავშვი ღამის სანათის მქრალ განათებაში ან დერეფნის შუქზე დააძინოთ, მაგრამ როგორც კი ბავშვი დაიძინებს, სინათლე უნდა ჩააქროთ. როცა ტავიდანვე შეეჩვევა სიბნელეში ძილს, უფროს ასაკში ღამის შიში აღარ განუვითარდება.


ფაფა ძილის წინ

არ მისცეთ ბავშვს ფაფა ან დამტკბარი წყვენი ღამის კვების დროს. მხოლოდ დედის რძე ან ადაპტური რძის ფორმულა არის შესაფერისი ღამის კვებისათვის. ფაფა და სხვა დამატებითი საკვები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ დღის განმავლობაში: როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტები არ არის ფიზიოლოგიური ღამის კვებისათვის, რადგან საჭმლის მომნელებელ ორგანოებს სერიოზული მუშაობა უწევთ მათ მოსანელებლად. მოგეხსენებათ, შაქარი ქმნის ხელსაყრელ გარემოს ნებისმიერი მიკრობის გამრავლებისთვის. 6 თვიდან ღამით გაღვიძება, როცა ბავშვი რეჟიმშია, არ არის დაკავშირებული ღამის შიმშილთან. ეს უფრო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემის ბრალია, რომელიც ჯერ არაა მზად ხანგრძლივი უწყვეტი ძილისთვის. მიზეზი შეიძლება ჩვევაც იყოს, როცა ბავშვი შეჩვეულია ღამის კვებას.

რძის ფორმულის ბრენდის შეცვლა

მხოლოდ ექიმმა უნდა აირჩიოს ბავშვისთვის რძის ფორმულა. ამ საკითხში მშობლებმა არ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და მით უმეტეს, არ უნდა შეცვალონ ნარევის ბრენდი. ფაქტია, რომ ჯანმრთელი ჩვილებისთვის იმავე ასაკობრივი კატეგორიის ხელოვნურ ნარევებს თითქმის იგივე რეცეპტი აქვს. სხვა მწარმოებლის პროდუქტზე გადასვლამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელშესახები ეფექტი მოგცეთ. რძის ფორმულის შეცვლა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს სერიოზული დარღვევები. მაგალითად, როდესაც ბავშვი ხშირი წამოქაფება აქვს, ექიმი გვირჩევს ანტირეფლუქს ნარევს, თუ ალერგია გამოვლინდა, ჰიპოალერგიულ ნარევს შეგირჩევთ და ა.შ. მაგრამ სჭირდება თუ არა ბავშვს სამკურნალო ნარევი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს და არა დედამ ან ბებიამ.

გათბობა მიკროტალღურ ღუმელში

სამწუხაროდ, საკვების სწრაფი, თითქმის მყისიერ გაცხელებას მიკროტალღურ ღუმელში მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები აქვს: როცა რძე უკვე გაცხლებულია, ბოთლი კვლავ ცივი რჩება, გარდა ამისა, ბოთლის შიგთავსი შესაძლოა არათანაბრად გაცხელდეს. ამიტომ მიკროტალღური ღუმელიდან ამოღების შემდეგ ბოთლი ძლიერად შეანჯღრიეთ და რძის ტემპერატურა მაჯაზე შეამოწმეთ.  იგივე სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული, თუ ბოთლს ცხელ წყალში აცხელებთ. ასეთი პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ბოთლის სპეციალური გამათბობელი. სასურველი ტემპერატურის დაყენების შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: ნარევი ზედმეტად არ გაცხელდება მაშინაც კი, თუ დაგაგვიანდებათ ბოთლის აპარატიდან ამოღება.

alt3 კრიზისი ჩვილის განვითარებაში, რომელიც პატარამ 3 თვემდე ასაკში უნდა გადალახოს - რა უნდა შეეძლოს და რას განიცდის პატარა ამ ასაკში

alt3 შიშის მომგვრელი სიმპტომი ჩვილებში, რომლებიც სინამდვილეში ფიზიოლოგიურია და თავისით გაივლის

altთუ ჩვილი ხელიდან გაგივარდათ ან საწოლიდან ჩამოვარდა: "არ მისცეთ ბავშვს დაძინების საშუალება" - ნევროლოგის რჩევები