რომელი უნივერსიტეტი რომელ რიცხვში იწყებს სწავლას და ითხოვს თუ არა ყველა სასწავლებელი აუდიტორიებში დასწრებას - მშობლები

რომელი უნივერსიტეტი რომელ რიცხვში იწყებს სწავლას და ითხოვს თუ არა ყველა სასწავლებელი აუდიტორიებში დასწრებას

2022-08-15 10:29:10+04:00


მალე სტუდენტები საუნივერსიტეტო გარემოს დაუბრუნდებიან და სწავლის გაგრძელებას დასწრებულ ფორმატში შეძლებენ. ამის შესახებ სხვადასხვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან განგვიცხადეს.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დასწრებულ ფორმატში 19 სექტემბრიდან განახლდება.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა საფეხურზე სასწავლო პროცესი 26 სექტემბრიდან არადისტანციურ ფორმატში, აუდიტორიებში განახლდება.
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კი სწავლა 3 ოქტომბრიდან, აუდიტორიებში იწყება.
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არადისტანციური ფორმით 19 სექტემბრიდან განახლდება სწავლა.
  • კავკასიის უნივერსიტეტში სალექციო პერიოდის დასაწყისად 5 სექტემბერია მითითებული.
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ასევე არადისტანციურად 12 სექტემბრიდან იწყება.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა პირველკურსელებისთვის 19 სექტემბერს განახლდება.
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასევე არადისტანციური ფორმით, 19 სექტემბრიდან განახლდება სწავლა.
  • თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში კვირის ბოლომდე ინფორმაცია დაზუსტდება და ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 19 სექტემბრიდან სწავლა აუდიტორიებში გრძელდება.
  • საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუტდება.
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის განახლება ასევე 19 სექტემბრიდან იგეგმება.
  • საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება.
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კი სასწავლო პროცესი 19 სექტემბრიდან განახლდება.
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უახლოეს დღეებში დააზუსტებენ ინფორმაციას.
  • წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 19 სექტემბრიდან განახლდება.
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლა ასევე 19 სექტემბერს დიწყება.

ამ დროისთვის უნივერსიტეტები დასწრებული ფორმატისთვის ემზადებიან და ეს გადაწყვეტილება გადაიხედება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მხრიდან დისტანციური სწავლების რეკომენდაცია გამოქვეყნდება.

თამარ იაკობაშვილი