"გადავწყვიტე, ჩემი შვილი და რძალი დასასვებლად ჩემი ხარჯებით გამეშვა ბავშვებთან ერთად. მთელი თვით ვიქირავე კოტეჯი და მათი წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვიფიქრე, სიუპრიზს მოვუწყობ-თქო. ამიტომ გაუფრთხილებლად, საჩუქრებით დატვირთული ჩავედი. ნამდვილად ჯობდა, რომ არ ჩავსულიყავი. ოთახში ძლივს შევედი, სრული ანტისანიტარია დამხვდა: დასარეცხი თეფშებით სავსე ნიჟარა, ისეთი მძაფრი სუნი ასდიოდა ვერ გაეკარებოდი, იატაკზე მიმოფანტული ნივთები, მაცივარში გაფუჭებული და დაობებული ბოსტნეული, ვადაგასული რძის პროდუქტები, გაურკვეველი წარმომავლობის ძეხვები და ნახევარფაბრიკატები, იატაკზე მიმოფანტული ნივთები. არ ვაჭარბებ, ნახევარი კარადა ტანსაცმელი გაიტანეს გვერდზე ოთახში, რომ სავარძელზე ჩამოვმჯდარიყავი. ჩემი რძალი იჯდა და არხეინად ყავას მიირთმევდა, ოდნავადაც არ ჩანდა შეწუხებული იმით, რაც ოთახში დამხვდა. მთელი უბედურება კი ის არის, რომ მგონი ჩემი შვილიც თავის ჭკუაზე გადაიყვანა. როცა პატარები იყვნენ, ჩემს შვილებს ყოველთვის ვაძლევდი დავალებებს, რომ მიჩვეოდნენ სახლის საქმეებსა და სისუფთავე ჰყვარებოდათ, ახლა ამ ვაჟბატონს ისიც არ ადარდებს, ნაგავში რომ ზის, რა მაგალითს აძლევენ ბავშვებს?! თავიანთი საწოლები ხომ მაინც უნდა აალაგონ, ამ ყველაფერს ხომ მითითება სჭირდება? შენ რომ დედა ხარ, მთელი დღე ნაგავში წამოწვები და ყავით დასვრილ ჭიქას გვერდზე მოიდგამ, შენი შვილიც ხომ იგივეს იზამს? ძალიან გავბრაზდი, ვერ შევიკავე თავი და ჩემს შვილსა და რძალს ვუსაყვედურე. რძალმა ცხვირი აიბზუა, რამდენიმე დღით ძლივს ჩამოვედით და კონკიად ვერ გადავიქცევი, დასვენებას ნუ დაგვაყვედრებო - აქეთ დამამუნათა. ვერცერთი წუთით ვეღარ გავჩერდებოდი ავდექი და წამოვედი გულნატკენი და გაბრაზებული. როგორც ჩანს ჩემი შვილის წვრთნაც წყალში ჩამეყარა, მაგრამ ყველაზე მეტად შვილიშვილები მედარდებიან. მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი ჩემი რძლისგან - ჩემი შვილისა და შვილიშვილების სათანადოდ მოვლას, მაგრამ როგორც ჩანს თავის თავსაც ვერ უვლის, სხვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
აღარ ვიცი, რა ვქნა. ორი დღეა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ცალკე უნდოდათ გადასვლა და ხელის შეწყობა მთხოვეს ფინანსურად, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ნამდვილად არ მივცემ უფლებას ცალკე იცხოვრონ, მანამდე სანამ ჩემი შვილიშვილები არ გაიზრდებიან. ის მაინც მეცოდინება, რომ სისუფთავეში არიან და ჯანსაღ საკვებს იღებენ". ნაირა, 60 წლის