მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს სოციალურ ქსელში რა ხანია იცნობენ. ისინი თავდაპირველად რუსულ მედიაში გამოჩნდნენ, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ცოლ-ქმარი და მათმა გრანდიოზულმა ქორწილმაც მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მას შემდეგ ყოფილი მოცეკვავე და დიზაინერი მარიამი და მისი მეზღვაური ქმარი ხშირად ხდებიან განხილვის ობიექტები ე.წ. ლაქშერული ცხოვრების წესით და სოციალურ ქსელში აქტიურობით. მარიამს მეუღლე ხშირად ანებივრებს ძვირად ღირებული საჩუქრებით. ბოლოს ოცნების მანქანა "მაზერატი" აჩუქა და ამისაც, რა თქმა უნდა, ვრცელი პოსტი მიუძღვნა მარიამმა.
მისი ცხოვრებისეული ამბები და ლამაზი ფოტოები, აღტაცებული კომენტარების გარდა, ბევრ უარყოფითსაც იწვევს, რაზეც ორი ქალიშვილის დედა მარიამი ხშირად საუბრობს.. "ძალიან ცუდი მომენტია, როდესაც ნეგატივს აგზავნიან შენი მისამართით, მაგრამ დადებითი ენერგია, დადებითი კომენტარები და კეთილი ხალხის გულწრფელი სიყვარული აქარწყლებს იმ ბოროტებას. ბოროტებაა, როდესაც განიკითხავ სხვის ცხოვრებას, მით უმეტეს დედას! დედობა ჩემთვის ღვთიური ცნებაა და არასდროს შევხებივარ არავის შვილს ცუდად და არც დედას. ყოველთვის ჩვენს თავზე უნდა წარმოვიდგინოთ, რასაც სხვას ვუკეთებთ. სამყაროში ბოროტება უკვალოდ არ იკარგება..." - ამბობდა mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ვრცელი პოსტითაც გამოეხმაურა მორიგი ნეგატივის ტალღას.
"არც კი ვიცი საიდან დავიწყო... ძალიან დიდი ხანია, ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებ. ბევრჯერ მიფიქრია გამეცა თუ არა პასუხი იმ ბოროტებისთვის, რასაც ყოველდღე ვხვდები...
უსასრულო განხილვა/ლანძღვა და ბოღმის ნთხევა, ჩემს ფოტოებზე. პირველ რიგში, მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი ოჯახით, ჩემი შვილებით/მეუღლით. ჩემი მშობლებით და ჩემი და ძმით. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერი გვაქვს უფლის წყალობით.
მშვიდი ცხოვრება და უამრავი კარგი ადამიანი ირგვლივ.
ეხლა კი პასუხები, მათ ვინც მთელი ცხოვრება "კომენტარებით" მებრძვის.
თავის მოვლა და გამოსასვლელი კაბებით სეირნობა, სირცხვილი ნამდვილად არ არის. აი თქვენი საქციელი კი ბოროტებაა. რასაც წერთ და იგლეჯთ გულებს, სრულიად ამაზრზენია ჩემთვის და ყველა ჩამოყალიბებული, თანამედროვე ადამიანისთვის.
განიხილავთ იმას, რაც ნამდვილად არავის საქმე არ არის.
თურმე რადგან ცხვირის ოპერაცია გამიკეთებია ოდესღაც, ჯვარს უნდა მაცვან და + თავიანთი ფანტაზიით მიამატონ ის, რომ ყველანაირი პლასტიკა გაკეთებული მაქვს და ამის მტკიცებაში კარგავენ, მთელ ცხოვრებას ან ეს რა სალაპარაკოა, საერთოდ ვინ ეკითხებათ? რა მდაბიო საქციელია ხვდებით?", - წერდა მარიამი პოსტში.

დღეს კი მარიამის სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ ის კვლავ ფეხმძიმედაა, უკვე 6 თვის და მესამე შვილს ელოდება. "ბავშვი ნომერი 3" - ასეთი ტექსტი ახლავს ფოტოებს, რომლებზეც ჩანს ფეხმძიმე მარიამი.
