ქორწილი მოსკოვში ქართული ცეკვებით - ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა "ევროვიზიის" ვარსკვლავზე იქორწინა - მშობლები

ქორწილი მოსკოვში ქართული ცეკვებით - ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა "ევროვიზიის" ვარსკვლავზე იქორწინა

2022-09-07 07:52:44+04:00
მოსკოვში ვარსკვლავური ქორწილი შედგა, რომლის ფოტოებიც კანტი-კუნტად ჩნდება სოციალურ ქსელში. რუსეთში მოღვაწე საკმაოდ წარმატებულმა რეჟისორმა და კლიპმეიკერმა ლადო კვატანიამ იქორწინა წარმოშობით ტაჯიკ მომღერალ მანიჟაზე, რომელიც წლებია რუსული ესტრადის ვარსკვლავია და 2021 წელს "ევროვიზიაზეც" რუსეთის სახელით გამოვიდა. სწორედ ამ კონკურსისთვის მზადების პროცესში დაუახლოვდა წყვილი ერთმანეთს - კვატანია მანიჟას წარმოდგენაზე მუშაობდა. 
mshoblebi
წყვილმა მოსკოვში იქორწინა და როგორ ფოტოებიდან ჩანს, ქორწილი ქართული ცეკვების თანხლებით გაიმართა. 
mshoblebi
mshoblebi

ლადო კვატანიას მამა 1980-იან წლებში წავიდა მოსკოვში სამუშაოდ და იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც უკრაინელია. ლადო მოსკოვში გაჩნდა 1987 წელს. "მე ეთნიკური ქართველი ვარ. არასდროს მიცხოვრია თბილისში, მოსკოვში დავიბადე... თუმცა პრეიოდულად სულ ვატარებდი დროს მშობლიურ ბუდეში, სოფელ ჩხორტოლში. სკოლაში შესვლამდე რუსულად ვერც ვლაპარაკობდი, მხოლოდ მეგრული ვიცოდი", - ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში კვატანია. 

საკმაოდ სოლიდური განათლება მიიღო ჯერ რუსეთში და შემდეგ - ამერიკაში, თუმცა სანამ კინოში აღმოჩნდებოდა, წლები მუშაობდა ჯერ მტვირთავად და შემდეგ - კასეტების გამყიდველად. 2011 წელს აღმოჩნდა რუსულ სერიალში, როგორც მსახიობი, შემდეგ კი სახელი გაითქვა, როგორც რეჟისორმა. ლადო იღებს რეკლამებს ცნობილი ბრენდებისთვის didas, Reebok, Yandex, PayPal, Google, ასევე კლიპებს და ფილმებს. ცოტა ხნის წინ გადაიღო კრიმინალური ტრილერი "სიკვდილით დასჯა", რომელმაც ჯილდოები მიიღო რეიმსის კინოფესტივალზე და ასევე უჩვენეს აშშ-ის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ფესტივალებზე. ცოტა ხნის წინ მსოფლიო რეპის ვარსკვლავების ქარდი ბის, კანიე ვესტის და liL Durk-ისთვის გადაიღო კლიპი, ასევე თანამშრომლობს ცნობილ მომღერალ ჰასკისთან.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მან მკაფიო პროტესტი გამოთქვა. „მე ეთნიკური ქართველი ვარ, აღზრდილი დიდ რუსულ კულტურაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცი ქართული ენა, დედაჩემი უკრაინიდანაა, ინგლისური უკეთესადაც შემიძლია ვიცოდე, არ ვიცი, რა მომავალი მელოდება...“

ბოლო პერიოდში ლადო ამერიკაში იმყოფებოდა. უცნობია, სად გააგრძელებს წყვილი ცხოვრებას დაქორწინების შემდეგ, რადგან ომის დაწყების დროიდან რეჟისორი იმ ცენზურაზეც წერდა, რასაც შეეჩეხა, როგორც შემოქმედი.