დიდი შერიგება შედგა? - ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ისევ ხვდებიან ერთმანეთს - მშობლები

დიდი შერიგება შედგა? - ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ისევ ხვდებიან ერთმანეთს

2022-09-08 11:03:15+04:00
ამ ცნობილ წყვილს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. როგორც ჩანს, მათაც გაუჭირდათ უერთმანეთოდ ყოფნა და სამწლიანი განშორების შემდეგ, ისევ გეგმავენ გამთლიანებას. ბოლო პერიოდში ისინი ხშირად ატარებენ ერთად დროს და პაპარაცების ობიექტივშიც ხვდებიან. 2019 წლის შემდეგ, როცა ქალიშვილის დაბადებიდან ორ წელიწადში წყვილი უცებ დაცილდა, მათ არ ჰქონიათ განსაკუთრებული, სერიოზული რომანები.
mshoblebi
პერიოდულად ბავშვის გამო ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს. ამ ზაფხულს კი ოჯახური მოგზაურობაც კი მოაწყვეს და ეგ კი არა, ირინა შეიკმა ერთობლივი ფოტოც კი გამოაქვეყნა ამ მოგზაურობიდან.
mshoblebi
არადა, ბრედლის ფოტო მაშინაც კი არ განუთავსებია თავის გვერდზე, როცა ისინი ერთად იყვნენ ოფიციალურად. როგორც ჩანს, მართლა რაღაც ხდება.