როგორი ამინდი იქნება სწავლის დაწყების დღეს - 15 სექტემბრის პროგნოზი - მშობლები

როგორი ამინდი იქნება სწავლის დაწყების დღეს - 15 სექტემბრის პროგნოზი

2022-09-09 07:35:09+04:00
15 სექტემბერს საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგება. ბევრ მშობელს კი აინტერესებს, როგორი ამინდი იქნება ამ დღეს საქართველოში. ინფორმაციისთვის გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძის თქმით, 15 სექტემბერს საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი:

- დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 15 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ზოგან დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, დროგამოშვებით შესაძლოა 20მ/წმ-ს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოში კი 21-26 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. თბილისში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, დროგამოშვებით 20-22მ/წმ-მდე. დილის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა იყოს, შემდეგ კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

თამარ იაკობაშვილი