"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა - მშობლები

"ჩემს ბედს არავის ვუსურვებ... 16 წლისას შემიყვარდა, 27 წლის კი სულ მარტო დავრჩი" - ია ნინიძის ცხოვრების გზა: ღალატი, დიდი სიყვარული და ბედისწერად ქცეული ავადმყოფობა

2022-09-09 11:46:53+04:00
"ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბის" ვარ­სკვლავს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ოდრი ჰე­პ­ბერნს ადა­რებ­დნენ. მსა­ხი­ო­ბებს გა­რეგ­ნულ მსგავ­სე­ბას­თან ერ­თად, ბევ­რი სა­ერ­თოც ჰქონ­დათ, იმედ­გაც­რუ­ე­ბა სიყ­ვა­რულ­ში და ორი­ვე ებ­რძო­და სიმ­სივ­ნეს. და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა­ში ია ნი­ნი­ძეს, ოდ­რის­თან შე­და­რე­ბით, გა­უ­მარ­თლა და მან ავად­მყო­ფო­ბა და­ა­მარ­ცხა.

იას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ჰქონ­და სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი. 5 წლი­დან კი ბა­ლე­ტით "და­ა­ვად­და". პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის სტუ­დი­ა­ში მო­ცეკ­ვა­ვე, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ამ შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ფილ­მის­თვის გო­გო­ნას ეძებ­და. ნი­ნი­ძე ამ­ბობს, რომ კი­ნო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ სურ­და, მაგ­რამ დე­დამ და დე­ი­დამ და­არ­წმუ­ნეს, რომ გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო. ოთხი წლის შემ­დეგ ფილმ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში“ და­უ­ძა­ხეს.

მის ცხოვ­რე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა "ცი­უ­რი მერ­ცხლე­ბის" გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მო­ვი­და.

”მთა­ვა­რი რო­ლის­თვის კონ­კუ­რენ­ცია დიდი იყო, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი: მე ვი­ყა­ვი დე­ნი­სი! ისე­თი­ვე მსუ­ბუ­ქი, ღია, ხუ­ლიგ­ნუ­რი და ამავდრო­უ­ლად გუ­ლუბ­რყვი­ლო, ”- ამ­ბობ­და ვარ­სკვლა­ვი.
ია ნი­ნი­ძეს 8 სექ­ტემ­ბერს 62 წელი შე­უს­რულ­და...

"ციურ მერ­ცხლებ­ში“ ან­დრეი მი­რო­ნოვ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბა ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პი ფილ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ია 18 წლის ნიკო შენ­გე­ლა­ი­ას, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის უფ­როს ვაჟს შეხ­ვდა. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი ია შეყ­ვა­რე­ბულს მხო­ლოდ ბე­ბია-ბა­ბუ­ის თან­დას­წრე­ბით ხვდე­ბო­და.

ორი წლის შემ­დეგ ნი­კომ ია და­ნიშ­ნა, მაგ­რამ ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი პა­ტა­რა აღ­მოჩ­ნდა და გა­დი­დე­ბის შემ­დეგ კი გა­იბ­ზა­რა... მო­მა­ვალ­მა დე­დამ­თილ­მა მას ახა­ლი სამ­კა­უ­ლი აჩუ­ქა. სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მა­შინ უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი იყო და სწო­რედ მან იზ­რუ­ნა, რომ ნი­ნი­ძეს არას­რულ­წლო­ვანს ექორ­წი­ნა.
mshoblebi
ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას­თან ერ­თად


და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფასი მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა: ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც VGIK-ში და­ი­წყეს სწავ­ლა. ია დი­ა­სახ­ლი­სობ­და, ხოლო ნიკო ბო­ჰე­მურ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და მე­გობ­რებ­თან - კო­ლია და­ნე­ლი­ას­თან და მიშა კა­ლა­ტო­ზოვ­თან ერ­თად. მალე გო­გო­ნას ანე­მია გა­ნუ­ვი­თარ­და. ნიკო კი გა­რი­ცხეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ამის შემ­დეგ, სწავ­ლა ია­მაც მი­ა­ტო­ვა და ქმარ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თა­ვად ვსწავ­ლობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად ნი­კუ­შას­თვის მი­წევ­და ლექ­ცი­ე­ბის გა­და­წე­რა. ის კი მუდ­მი­ვად წუხ­და, რად­გან არ მოს­წონ­და მოს­კო­ვის ნაც­რის­ფე­რი ცა და გა­ნიც­დი­და იმ ფე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, რი­თაც მდი­და­რია სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა. გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის შე­დე­გად და­მე­მარ­თა ანე­მია, დი­ლა­ო­ბით ხში­რად მა­წუ­ხებ­და ცხვი­რი­დან სის­ხლდე­ნა...“ - იხ­სე­ნებს ია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში..

ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა კარ­გად არ წა­რი­მარ­თა, რად­გან ნი­კუ­შას­თვის ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა და მე­გობ­რე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ოჯა­ხი. ერთ-ერთი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დროს, იამ მე­უღ­ლე ნას­ვა­მი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იპო­ვა. შე­უ­რა­ცხყო­ფილ­მა ქალ­მა სახ­ლი პა­ტა­რა ჩან­თით და­ტო­ვა, თან არც ერთი სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი არ წა­უ­ღია.
mshoblebi
ნინო ნინიძესთან ერთად

ამის შემ­დეგ ია ნი­ნი­ძე მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც უპ­რობ­ლე­მოდ აღად­გი­ნეს VGIK-ში. ერთი წლის შემ­დეგ არ­და­დე­გებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, ყო­ფილ­მა ქმარ­მა და­უ­რე­კა და ია ღა­მით მას­თან დარ­ჩა. ნი­ნი­ძემ მა­ლე­ვე გა­ი­გო, რომ ორ­სუ­ლად იყო. მერე გა­ირ­კვა, რომ შენ­გე­ლი­ას­გან კი­დევ ერთი გო­გო­ნა ელო­და შვილს.

”ის სა­ერ­თოდ არ მო­იქ­ცა ისე, რო­გორც მე ვე­ლო­დი. მი­თხრა, - ახლა ამის დრო არ არი­სო...ეს იყო ნამ­დვი­ლი ღა­ლა­ტი
განაგრძეთ კითხვა