2-წლიანი ჰიბრიდული სასწავლო პროცესის შემდეგ, შედარებით დასტაბილურებული კოვიდ ვითარების ფონზე, 2022-2023 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დაიწყო.
ერთმანეთს მონატრებული მასწავლებლები და ბავშვები დიდი ჟრიამულით შეხვდნენ, ტრადიციულად აჭრელდა სოციალური ქსელი სკოლაში მიმავალი მოსწავლეების ფოტოებით.
წელს პირველ კლასში შევიდა სალომე ბაკურაძის შვილი.
სასწავლო წელს დაუბრუნდნენ თაკო ტაბატაძის და გია ბაღაშვილის 4 გოგონა, რომლებიც დედ-მამამ ერთად მიიყვანეს სკოლაში.
ხატია სიჭინავას შვილები, სოფო ჯაფარიძის ზუ, მომღერალ ირაკლი ნოზაძის (პიკასოს) შვილი ნიაკო ნოზაძე - რომელსაც პატარები კარგად იცნობენ, სალომე შარვაძის გოგონა - მართა არველაძე.
ალანა გაგლოევა მეორე კლასელ ბიჭთან ერთად იწონებდა თავს სკოლის ეზოში.
თეკლა ჟვანია