ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა 23 ივლისს გრანდიოზულად ჩაიარა და საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. წყვილის ირგვლილი მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება. ალბათ ბევრს გახსოვთ კადრი, სადაც პატარძლის მომხიბვლელობით აღფრთოვანებულმა სიძემ, ლიზას დანახვისას იტირა. მანამდე, ხელის თხოვნის დროსაც წამოუვიდათ შეყვარებულებს ცრემლები...
ამ ფაქტზე და ლიზასთან ურთიერთობაზე ირაკლი იმედის ეთერში, გადაცემაში
„ნოესთან“ ისაუბრა:
„ყველაფერი იყო ისე, როგორც წარმომედგინა და ალბათ მრავალი წლის განმავლობაში ბუნებრივია, ეს სურვილი მქონდა. ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ოჯახი ჰყავდეს, მის გვერდით იყოს საყვარელი ადამიანი. უბედნიერესი ვარ, რომ ლიზა ჩუჩუა არის ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი და ის, ვისაც მეორე ნახევარს ვეძახით. მე ვიტყვი, რომ ის არის ჩემი პირველი ნახევარი და მე ვარ მეორე ნახევარი...
ქორწილის დღეს, ლიზას დანახვისას ჩემი ემოცია იყო განსაკუთრებული. ზოგადად ბევრ რაღაცაზე მიტირია, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო ბედნიერების ცრემლები და გავიგე, რას ნიშნავს ბედნიერების ცრემლები... ამდენი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა. დასაწყისში ნათლად წარმომედინა, თუ როგორი ოჯახი გვექნებოდა და უცებ მამას გამოჰყავს ულამაზესი ლიზა... სანამ გამოვიდოდა ისე ვღელავდი, რომ ეს ემოციები ნელ-ნელა დაგროვდა. ლიზა რომ დავინახე, მართლა ვერ ვიკავებდი ცრემლებს.

სხვათა შორის ჯვრისწერაზეც, როცა უკვე ტაძარში ვიდექით, იქაც მიჭირდა ჩემი ემოციის მართვა. მერე ვფიქრობდი, ჩვენი დღეა, ასეთი ლამაზი და ბედნიერი, როცა მოგდის სუხარული ცრემლი, თავი არ უნდა შეიკავო. იმ მომენტში მართლა არავიზე და არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ იმ სილამაზეზე და კონკრეტულ მომენტზე“.
სიძე-პატარძლის "ლიბერტანგო" და "ქართული" და გილიგაშვილთან ერთად აცეკვებული სიდედრი - კადრები ირაკლი მაქაცარიას ქორწილიდან