როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2022-09-22 11:51:02+04:00
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმა, ქარის გაძლიერება და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. 25 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაბალი, 18-23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27 სექტემბრიდან კი თვის ბოლომდე უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 25 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში 20-25 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით, გაძლიერდება ქარი, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ტემპერატურა 25-27 გრადუსის ფარგლებში იქნება, კვირა დღეს კი 23 გრადუსამდე დაეცემა." - გვითხრა სველტანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი