ოქროს ჩიტი - მშობლები

ოქროს ჩიტი

2015-01-15 08:17:20+04:00

ერთ გლეხის ქალს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ღვიძლი შვილი იყო, მეორე - გერი. ღვიძლი ქალიშვილისათვის ყველა დღე უქმე გახლდათ, გერს კი იმდენს ამუშავებდა, კვირა დღესაც არ ასვენებდა.

ერთ გლეხის ქალს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ღვიძლი შვილი იყო, მეორე - გერი. ღვიძლი ქალიშვილისათვის ყველა დღე უქმე გახლდათ, გერს კი იმდენს ამუშავებდა, კვირა დღესაც არ ასვენებდა.

ერთხელ დედინაცვალმა გერს უთხრა:

- წადი და ძროხა წაიყვანე მინდორში საბალახოდო.

წაიყვანა გოგომ ძროხა მინდორში, მაგრამ საჭმელი არაფერი გაატანეს. დაჯდა და ისე ატირდა, ქვა რომ ქვაა, ისიც კი დაიწვებოდა იმისი საცოდაობით. ძროხამ უთხრა:

- გოგონა, რა გატირებსო?

- რაღა რა მატირებს, არც გუშინ მიჭამია რამე და არც დღესო.

- ნუ ტირი, მარჯვენა რქა მომაძვრე, შიგ რძე და ფუნთუშა მაქვსო.

mshoblebiგოგონამ მოაძრო ძროხას რქა და, მართლაც, რძე და ფუნთუშა არ დაინახა?! კარგად მიირთვა, ძროხას მადლობა გადაუხადა და რქა ისევ თავის ადგილას ჩაუმაგრა.

მეორე დღეს კვლავ წაიყვანა გერმა ძროხა. ძროხას ისევ ჰქონდა რქაში რძე და ფუნთუშები საწყალი გოგოსათვის.

ბოროტი გლეხის ქალი უკან გაყვა გოგოს და ძროხას და ეს ყველაფერი დაინახა.

საღამოს ქალი გერს ეუბნება:

- ხვალ ისევ წაიყვან ძროხას საბალახოდ, ზეგ კი უნდა დავკლათო.

მესამე დღეს ძროხა რომ მინდორში გადენა, გოგო ატირდა. ძროხამ უთხრა:

- ნუ ტირი, ჩემო გოგო­ნავ, კარგად დაიმახსოვ­რე, რასაც გეტყვი. მე რომ დამკლავენ, აიღე ჩემი გულ-ღვიძლი და წყაროზე კარგად გარეცხე. იქიდან წითელი ვაშლი გამოვარდება. ვაშლი მახლობელ ხეზე აისროლე და ყველაფერი კარგად იქნებაო.

mshoblebiგოგო ისე მოიქცა, როგ­ო­რც ძროხამ დაარიგა. ძროხა რომ დაკლეს, საწყალმა გოგომ გულ-ღვიძლი აიღო, წაიღო წყაროზე და გარეცხა. გულ-ღვიძლიდან მართლაც გამოვარდა წითელი ვაშლი. ვაშლი გოგომ მახლობელ ხეზე აისროლა და იცით, რა მოხდა?

ორად გაიპო და იქიდან ოქ­როს ჩიტი გამოფრინდა. ჩიტი ტოტიდან ტოტზე დახტუნავდა, ბუმბული უბზინავდა და უელვარებდა. ისე გალობდა, ვერცხლის ზანზალაკების წკრიალი მოგაგონდებოდა.

სად იყო და სად არა, უცბად ცხენზე ამხედრებულმა უფლისწულმა ჩამოიარა. დაინახა ოქროს ჩიტი, მოისმინა მისი საამური გალობა და ფეხი ვეღარ მოიცვალა იქიდან. ძალიან მოუნდა ოქროს ჩიტის ხელში ჩაგდება და დაიძახა:

- ვინც ამ ჩიტს დამიჭერს, დავასაჩუქრებო.

ამის გაგონებაზე სახლიდან ბოროტი დედინაცვალი გამოვარდა. უკან მისი ქალიშვილიც გამოჰყვა. გოგო ხეზე აცოცდა და მოინდომა უფლისწულისათვის ჩიტის დაჭერა, მაგრამ ჩიტმა თავი არ დააჭერინა. დაკაწრული და ტანსაცმელშემოხეული ჩამოხტა დედინაცვლის ქალიშვილი ხიდან.

უცბად უფლისწულმა იქვე დაჩოქილი გოგონა დაინახა. იგი იმ ქალის გერი იყო.

- გოგონავ, იქნებ, შენ დაიჭირო ჩიტიო?

mshoblebiგოგონა წამოდგა, ავიდა ხეზე და ხელი გაიწვდინა ჩიტისკენ.

ოქროს ჩიტი აფრინდა, გოგოს თითებზე დააფრინდა და აჭიკჭიკდა.

უფლისწულს გულში უჩვეულო სითბო ჩაეღვარა.

გოგონა ჩამოვიდა ხიდან, მივიდა ცხენთან და ოქროს ჩიტი უფლისწულს გაუწოდა. უფლი­სწულმა გოგონა ოქროს ჩიტიანად აიტაცა, ცხენზე შემო­ისვა და სა­სა­ხლეში წაიყვანა.

ბოროტი დედინაცვალი თავის ქალიშვილთან ერთად ეზოში იდგა. ორივეს ხელები გულზე დაეკრიფა და გულგახეთქილები გასცქეროდნენ მიმავლებს.

ბულგარული ზღაპარი