როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა სიამის ტყუპი და, რომლებსაც ოპერაცია 4 წლის ასაკში გაუკეთეს - მშობლები

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ახლა სიამის ტყუპი და, რომლებსაც ოპერაცია 4 წლის ასაკში გაუკეთეს

2022-09-26 09:55:45+04:00
20 წლის წინ ორი განსხვავებული გოგონა დაიბადა, რომლებსაც მალია და კენდრა დაარქვეს. მათი მშობლები ერინ და ჯეიკ ჰერინები იყვნენ. წყვილი ბავშვების დაბადებას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მშობიარობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონები, ფაქტობრივად, ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულნი. ეს მშობლებისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო და ღელავდნენ, თუ როგორ წარიმართებოდა მათი შვილების ცხოვრება.
mshoblebi
ოთხი წლის განმავლობაში ისინი ერთ სხეულს იზიარებდნენ, შემდეგ კი გოგონების მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ სარისკო ოპერაციაზე დათანხმებულიყვნენ და ამ გზით თავიანთი ქალიშვილებისთვის უკეთესო ცხოვრება ეჩუქებინათ. აღსანიშნავია, რომ მათ ორივეს ერთად მხოლოდ ორი ფეხი ჰქონდათ. ამავდროულად, თითოეულს მხოლოდ ერთი ფეხის მართვა შეეძლო. ამის მიუხედავად, დებმა სწრაფად ისწავლეს ერთად მუშაობა და უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ. მათ სხვა ბავშვებთან თამაშიც კი შეძლეს და ამას ყოველგვარი სირთულის გარეშე აკეთებდნენ.
mshoblebi
ოპერაცია 2006 წელს ჩატარდა. ეს იმდენად რთული პროცესი იყო, მიმდინარეობისას 30-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის სამედიცინო სპეციალისტი ჩაერთო. მთელი დღე შესვენების გარეშე მუშაობდნენ, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. მედიამ კი ეს მნიშვნელოვანი მოვლენა სრულად გააშუქა. მალია და კენდრა ნამდვილი სატელევიზიო ვარსკვლავები გახდნენ, ექიმებმა კი საოცარი პროფესიონალიზმი გამოავლინეს.
mshoblebi
ახლა გოგონები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საოცარია ის ფაქტიც, რომ, არაერთი პრობლემის მიუხედავად, მათ სრულფასოვანი ცხოვრება მაინც მოახერხეს. 7 წლის რომ გახდნენ, სხვა ბავშვების მსგავსად, სკოლაში წავიდნენ. კლასგარეშე აქტივობებშიც ხშირად იღებდნენ მონაწილეობას, პერიოდულად კი მშობლებს გამოკვლევებზე მიჰყავდათ.
mshoblebi
მალიასა და კენდრას ხატვის ნიჭი ჰქონდათ და შეეძლოთ, მთელი დღე ხატვაში გაეტარებინათ. ასევე, ძალიან უყვარდათ სიმღერა. ისინი გამბედაობისა და სიმამაცის მაგალითად იქცნენ. ბევრ ადამიანს დაუმტკიცეს, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, აუცილებელია ვიბრძოლოთ და საკუთარი თავის გვჯეროდეს. სკოლაში ბულინგის მსხვერპლი არ გამხდარან, პირიქით, თანაკლასელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ და მათ დახმარებას ცდილობდნენ.
mshoblebi
წელს გოგონებმა მეოცე დაბადების დღე აღნიშნეს და ერთად დროის გატარება ძალიან უყვართ. აქვთ საკუთარი YouTube არხი, სადაც მუდმივად აქვეყნებენ ვიდეოებს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ. გამომწერები კი სულ ამხნევებენ და მოტივაციას აძლევენ. მათ მართვის მოწმობაც აიღეს და შესანიშნავი მძღოლებიც არიან. 
mshoblebi


altორი დედის ერთი შვილი - სიამის ტყუპი დის უცნაური ცხოვრება, სიყვარული და აღსასრული

altექიმები მათ 3 წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, დღეს 21 წლისანი არიან - როგორ ცხოვრობს სიამის ტყუპი, რომელმაც განცალკევებაზე უარი თქვა

altორი გული, ორი თავი, ერთი ღვიძლი, ორი პიროვნება... - მსოფლიოში ცნობილი სიამის ტყუპი 31 წლის გახდა