ამერიკის ბავშვთა ოფთალმოლოგთა ასოციაციამ მარტივი, სურათებიანი ტესტი შექმნა, რომელიც დაგეხმარებათ, დალტონიზმი ამოიცნოთ (დალტონიზმი მხედველობის დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს თვალის მიერ ერთი ან რამდენიმე ფერის აღქმის უნარის დაკარგვაა). პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დალტონიზმს სხვადასხვა ფორმა აქვს. ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ინოფმაციით კი, მსოფლიოში 12 კაციდან ერთს და 200 ქალიდან ერთს ფერთა აღქმის პრობლემა აქვს. თუმცა ბავშვები ამ საკითხის მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან.
აჩვენეთ ეს ნახატები და სთხოვეთ აღწეროთ, რა ფერებს ხედავს ან ორ ნახატს შორის თუ ხედავს სხვაობას ფერების მხრივ.
დალტონიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა წითელისა და მწვანე ფერების აღქმის გაძნელება. უფრო ზუსტად, კი ბავშვებს უჭირთ წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერების გარჩევა.
შემდეგი ფორმაა ლურჯი და ყვითელი ფერების აღქმის პრობლემა. ბავშვები ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა ლურჯსა და მწვანეს, ყვითელსა და იასამნისფერებს შორის.
ხოლო დალტონიზმის ყველაზე იშვიათი ფორმა მონოქრომული მხედველობაა. ბავშვები ამ შემთხვევაში სამყაროს შავ-თეთრად ხედავენ. ასევე, ფერების ნაცვლად, ნაცრისფრის სხვადასხვა ვარიაციის დანახვა შეუძლიათ.
ამერიკის ბავშვთა ოფთალმოლოგიის ასოციაციამ შექმნა წიგნი, რომელსაც "ცნობისმოყვარე თვალი" უწოდეს და მასში 7 ყველაზე მნიშვნელოვანი ილუსტრაცია შეიტანეს. თითოეულ მათგანზე გამოსახული არიან ცხოველები, ფრინველები ან მწერები, დახატულია სხვადასხვა ფერის წერტილები, ფიგურები. ბავშვები, რომლებსაც ფერების აღქმასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, ყველას დაინახავენ. ხოლო, მათ, ვინც ფერებს კარგად ვერ არჩევენ, სილუეტების გარჩევა გაუჭირდებათ. ტესტი მარტივია, შვილებთან ერთად უნდა დააკვირდეთ ფოტოებს, სთხოვოთ ბავშვს, ამოიცნოს და დათვალოს ფიგურები, ბოლოში კი სწორი პასუხებია მოცემული:
დავალება პირველი: დათვალეთ ფრინველები
დავალება მეორე: დათვალეთ დელფინები
დავალება მესამე: დათვალეთ ხოჭოები
დავალება მეოთხე: დათვალეთ პეპლები
დავალება მეხუთე: დათვალეთ კუები
დავალება მეექვსე: დათვალეთ მაიმუნები
დავალება მეშვიდე: დათვალეთ ზღვის ვარსკვლავები
სწორი პასუხები:
დავალება პირველი:
დავალება მეორე:
დავალება მესამე:
დავალება მეოთხე:
დავალება მეხუთე:
დავალება მეექვსე:
დავალება მეშვიდე: