სოციალურ ქსელში ლეგენდარულ ფალავანზე ლევან თედიაშვილზე მძიმე ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ცნობილია, მსოფლიოში აღიარებული მოჭიდავე საგარეჯოში მარტო ცხოვრობს და მას ჯანნრთელობის პრობლემები აქვს.
ილია მოლაშვილი ფალავანის ბოლოდროინდელ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის მოქალაქესთან ერთას არის გადაღებული. მოლაშვილის ინფორმაციით, სწორედ ნოდარ კირკიტაძე პატრონობს "სახელმწიფოსგან მიტოვებულ ფალავანს".
"მართლა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!ლოგინზე მწოლეარე ადამიანი იცანით ვინ არის?!სახელმწიფოსგან მიგდებული, ყველასგან მიტოვებული ლევან თედიაშვილი... დიახ! ლევან თედიაშვილია...დაუცველი, უსუსური, გაუბედურებული, ადამიანი-ლეგენდა. მასთან ნაცნობობით, თუ მეგობრობით ყველა ვამაყობდით.
სხვათაშორის ძლიერი დარტყმა მან მიიღო ნაცების დროს.ამ დევნის შემდეგ სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა.დღეს აი, სადამდე დაგვიყვანეს!არა! ეს უკვე არავითარ ჩარჩოში ჯდება!"ალიონში" მუშაობისას ლევანზე სიუჟეტი გავაკეთე.იცით რა მითხრა თავის შვილზე, რომელიც აფხაზეთში დაიღუპა?-უფალმა მომცა, უფალმა წაიყვანა,მადლობა უფალს!
ამ სიტყვების შეგრძნება და თქმა მხოლოდ ლევან თედიაშვილს შეუძლია. ნოდარ კირკიტაძემ იპოვა. დღეს ის პატრონობს.
განაგრძეთ კითხვა