თავისი ძმის ცოლი შეუყვარდა... - სკანდალი დანიის სამეფო სახლში და ტიტულების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები - მშობლები

თავისი ძმის ცოლი შეუყვარდა... - სკანდალი დანიის სამეფო სახლში და ტიტულების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები

2022-10-09 10:56:19+04:00
ასეთი რამ ბევრი ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა - პრესის ყურადღებამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან დანიის სამეფო ოჯახისკენ გადაინაცვლა. რას უნდა გადაეფარა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური აღიარებები? თურმე, უფრო გახმაურებული ამბებიც შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნის მონარქიულ ოჯახებში. 

სულ ცოტა ხნის წინ, დანიის დედოფალმა მარგარეტე მეორემ ტიტულები ჩამოართვა თავის ოთხ შვილიშვილს - უმცროსი ვაჟის, პრინც იოაჰიმის შვილებს. 2023 წლის 1 იანვრიდან პრინცი ნიკოლოზი, პრინცი ფელიქსი, პრინცი ჰენრიკი და პრინცესა ათენა იწოდებიან არა პრინცებად და პრინცესებად, არამედ გრაფებად და გრაფინიად. თავად მონარქი ამბობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების აუცილებლობა მისთვის ძალიან მტკივნეულია და შვილიშვილებს გულწრფელად უხდის ბოდიშს, თუმცა სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. 
mshoblebi
მარგარეტ II

რამ აიძულა დედოფალი მარგარეტი, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და საკუთარი რეპუტაცია საფრთხეში ჩაეგდო?
როგორც ირკვევა, საქმე ოჯახურ კონფლიქტშია. როგორც ცნობილი გახდა, პრინც იოაჰიმსა და კორფრინც ფრედერიკს დიდი ხნის უთანხმოება აქვთ. 
mshoblebi
პრინცი იოაჰიმი ოჯახთან ერთად

ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ 2000-იან წლებში უმცროს პრინცს უიმედოდ (და სავარაუდოდ, მგზნებარედ) უყვარდა თავისი ძმის ცოლი. ერთ-ერთი ოფიციალური მიღების დროს, იოაჰიმს ბევრი დაულევია და უცდია, დანიის ტახტის მემკვიდრის ცოლისთვის, თავისი რძლისთვის ეკოცნა. ფრედერიკის ცოლი მერი უდრტვინველად შეყრიალებულა და სახეზე ნერვიც არ შესტოკებია, თითქოს არაფერი მოხდა. თუმცა ადვილი წარმოსადგენია, რას გრძნობდა ამ დროს დანიური ოჯახის მთავარი რომანტიკოსის, იოაჰიმის ცოლი, რომლის თვალწინაც განვითარდა მოვლენები. 

სავარაუდოდ, ამით არ დასრულებულა ეს ამბები და იოაჰიმმა კვლავ "გამოიჩინა თავი", რაკი დედოფალმა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო.
mshoblebi
კორპრინცი და კორპრინცესა

სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ იოაჰიმი დედოფალს ჰყავს არა ქმრისგან, არამედ საყვარლისგან, გრაფ ჰანს შაკისგან, ამიტომაც უმცროსი ვაჟი ძალიან უყვარსო დედას. ეს კი კიდევ უფრო ამძაფრებს კონფლიქტს ძმებს შორის. 

ფაქტია, ნებიერას ვერ უშველა დედის სიყვარულმა და მის შვილებს დედოფალმა ტიტულები ჩამოართვა. სავარაუდოდ, ამით გააკეთა ჟესტი უფროსი შვილისა და რძლის დასანახად, რომლებიც მომავალი მეფე-დედოფალი არიან.