როცა ეს წყვილი გამოვიდა სცენაზე, არავინ ელოდა, რომ ეს პუტკუნა მამაკაცი ასე საოცრად იცეკვებდა! - მშობლები

როცა ეს წყვილი გამოვიდა სცენაზე, არავინ ელოდა, რომ ეს პუტკუნა მამაკაცი ასე საოცრად იცეკვებდა!

2015-01-15 18:29:06+04:00

არგენტინული ტანგოს უბადლოდ შემსრულებელი ყველაზე უცნაური წყვილი - ეს უნდა ნახოთ! ესენი არგენტინელი მოცეკვავეები არიან - აონიკენ კიროგი და ალეხანდრა მარტინიანი. ცნობილი დუეტი წლებია მსოფლიოს უვლის გასტროლებით და აოცებს საზოგადოებას. განსაკუთრებულად უჩვეულოა აონიკენი, რომელსაც ერთი შეხედვით სულაც არ აქვს მოცეკვავის გარეგნობა - თუმცა როგორც კი ცეკვას იწყებს, ისე მსუბუქად და უბადლოდ ასრულებს ყველაფერს, ხალხს გაოცებულსა და აღტაცებულს ტოვებს.

როგორც არგენტინელები ამბობენ, ტანგო 3-წუთიანი რომანია. ამ წყვილის ცეცხლოვანი ცეკვებიც მართლა ვნებიან რომანს ჰგავს.

mshoblebi

რაც მთავარია, აონიკენი უმტკიცებს ხალხს, რომ ზედმეტი წონა არანაირად არ არის პრობლემა, თუ ასე გინდა იცეკვო და თუ შიგნიდან ანათებ და ცეცხლს აფრქვევ, იმას ვერ უშლის ვერაფერი გარეგანი ფაქტორი.

უყურეთ კიდევ მათ კიდევ სხვა ვნებიან ცეკვას.