პედიატრი, პროფესორი თემურ მიქელაძე და ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობენ, რატომ არ შეიძლება ბავშვების ემოციები სქესის მიხედვით განვასხვავოთ: "ალბათ გინახავთ, ბიჭს ტირილის დროს რომ მიმართავენ და ეუბნებიან - "გოგო ხომ არ ხარ?". ეს დაუშვებელი რეპლიკაა, რომელიც საკმაოდ ხშირად მოგვისმენია. ამით ბავშვებს შეურაცხყოფას ვაყენებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც და-ძმა ერთადაა მოდსული. შეიძლება გოგონა გასინჯვის დროს უფრო კარგად მოიქცეს . ბავშვი ბავშვია და დიფერენცირება არ შეიძლება. მას შეუძლია ემოცია ჩვეულებრივ გამოხატოს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენდერულად უნდა განვასხვაოთ." - ამბობს თემურ მიქელაძე. "მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბიჭს ეუბნებიან ფრაზებს: "გოგო ხომ არ ხარ?", "რა გოგოსავით ტირი!", რეალურად შეურაცხყოფას გოგონა აყენებენ და მას აკნინებენ." - აღნიშნავს მარი მალაზონია და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბავშვებს ემოციების გამოხატვა უნდა შეეძლოთ ყოველთვის, განურჩევლად სქესისა.