ეს ფოტოები 1934-1948 წლებშია გადაღებული და როგორც ისტორია ყვება, პატარებს "გასანიავებლად" სპეციალური გალიებით ფანჯრიდან "კიდებდნენ".
დასაკიდებელი "საბავშვო გალიები" მას მერე შემოვიდა მოდაში, რაც ის გამოიგონეს 1922 წელს, თუმცა მათი წარმოშობის ისტორია იწყება ექიმ ლუთერ ემეთ ჰოლტის 1884 წლის წიგნიდან "ბავშვების მოვლა და კვება".
.jpg)
წიგნში ავტორი დაწვრილებით აღწერს, როგორ არის საჭირო ბავშვების "განიავება". "სუფთა ჰაერი აუცილებელია სიხლის გასაახლებლად და გასასუფთავებლად, ასევე საჭიროა ჯანმრთელობისა და ზრდისთვის, ისევე, როგორც სწორი კვება, - წერდა ექიმი, - მადაც უმჯობესდება, საჭმლის მონელებაც, ლოყებიც ვარდისფერდება და ჯანმრთელობის ყველა ნიშანი ჩანს".
მიაჩნდათ, რომ ბავშვის გამოსაწრთობად და გასაკაჟებლად კარგი იყო სიცივეში მისი ყოფნა ცოტა ხნით და ასევე ცივ წყალში დაბანა.
.jpg)
ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ უბრალოდ ბავშვის კალათა დაედგათ ღია ფანჯარასთან, თუმცა იმდროინდელმა მშობლებმა სხვაგვარი მიმართულება მისცეს ამ ინიციატივას. ელეონორა რუზველტმა, რომელიც ამბობდა, რომ აზრზე არ იყო, როგორ მოევლო ჩვილისთვის და როგორ ეჭმია, ჩვეულებრივი გალია იყიდა ქალიშვილ ანას დაბადების შემდეგ და ნიუ-იორკში მდებარე თავისი ბინის ფანჯარაზე დაკიდა, მერე ანა შიგნით მოაქცია, რომ იქ დასძინებოდა. თუმცა ეს რომ მეზობელმა დაინახა, შეშფოთდა და პოლიციას აცნობა.
.jpg)
ფაქტია, შენიშვნის მიცემის ნაცვლად, იდეა ბევრს მოეწონა და 1922 წელს საბავშვო გალიაზე პირველი პატენტი გაიცა ვაშინგტონის შტატში ემა რიდის მიერ. გალიები ძალიან პოპულარული გახდა 1930-იან წლებში მრავალბინიანი სახლების იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა უკანა ეზოსთან.
როდის გადავიდა მოდიდან საბავშვო გალიები, უცნობია, თუმცა როგორც ჩანს, საზოგადოება მიხვდა, რომ ეს არ იყო უსაფრთხო და ეთიკური საშუალება და ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.
.jpg)
თუმცა სანამ მოდური იყო, სარეკლამო რგოლიც კი მიუძღვნეს და 1940 წელს ეკრანიდან უამბობდნენ ადამიანებს საბავშვო გალიების უპირატესობებზე.
.jpg)
.jpg)