როგორ ზრდიან სინგაპურის სკოლებში მათემატიკის "გენიოსებს", რომლებიც მსოფლიო რეიტინგებში ყოველთვის წამყვან ადგილებს იკავებენ - მშობლები

როგორ ზრდიან სინგაპურის სკოლებში მათემატიკის "გენიოსებს", რომლებიც მსოფლიო რეიტინგებში ყოველთვის წამყვან ადგილებს იკავებენ

2022-10-26 08:22:52+04:00
სინგაპურის ბიუჯეტის 20 პროცენტი განათლებაზე იხარჯება. ქვეყანაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ამავე სახელწოდების კუნძულზე ბინადრობს. აქ არ არის ნავთობი, გაზი, ძვირფასი ლითონები. რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე ტექნოლოგიები, ინოვაციები და ბიზნესი. 2020 წელს სინგაპურმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში. ეს ყველაფერი ტექნიკური ინდუსტრიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების სიმრავლის წყალობით.

ყოველწლიურად, რესპუბლიკის ბიუჯეტის მეხუთედი განათლებას ეთმობა. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომზადდეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო სისტემა. კერძო სკოლები, სადაც განათლება საკმაოდ ძვირი ღირს, თუნდაც შეძლებული მოქალაქეებისთვის, სინგაპურში ყოველწლიურად მატულობს. ყოველივე ამის შემდეგ, სინგაპურელებმაც და ემიგრანტებმაც იციან, რომ მხოლოდ ხარისხიან განათლებას შეუძლია წარმატების უზრუნველყოფა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს, რომლებიც ახსნიან, თუ რამ აქცია სინგაპურის განათლების სისტემა ერთ-ერთ საუკეთესოდ.  მათი განათლების სისტემა აერთიანებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღირებულებებს.

ზრდიან პატრიოტებს

სინგაპურში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას ახალგაზრდა თაობაში. ამას ბაღიდან იწყებენ, სადაც ბავშვცებს სამი წლის ასაკიდან იღებენ. სახელმწიფო პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ეროვნულ სიმბოლოებსა და ტრადიციულ კულტურაზე. საბავშვო ბაღის ამოცანაა, პატარა მოქალაქეს უთხრას, რა არის სწორი და რა - არასწორი. ითვლება, რომ ბავშვს უნდა ასწავლონ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ერთმანეთის დაფასება, ბავშვი ასევე მზად უნდა იყოს საკუთარი ემოციებისა თუ მოსაზრებების გაზიარებისთვის, შეეძლოს მოსმენა და გაგება. ადრეულ ბავშვობაში აჩვევენ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტის სიყვარულს და ასევე სწავლის პროცესის სიყვარულს.

ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, ამიტომ ბავშვებს აჩვევენ, თავი კომფორტულად იგრძნონ გუნდში და საზოგადოებაში. და რაც მთავარია, დაიცვან კანონები.

ერთი კულტურა, ორი ენა

სინგაპურში განათლების მთავარი მახასიათებელია ბილინგვიზმი. საბავშვო ბაღიდან ბავშვები სწავლობენ მშობლიურ (ჩინურ, მალაიურ, ტამილურ) და ინგლისურ ენებს. სწავლა ხდება თამაშით, ლექსებით და სიმღერებით. ინგლისური პოზიციონირებს როგორც საერთაშორისო კომუნიკაციის ენა, მაგრამ ჩინური არის მეორე ყველაზე გავრცელებული ენა ქვეყანაში. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის მოსახლეობის 70% ჩინელია. 

განათლების საფასური - ერთი კილო ქათმის ფილე

სინგაპურის მოქალაქეებისთვის საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლის ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ 13 SGD-ია - ეს კილოგრამი ქათმის ან ხუთი ლიტრი ბენზინის ფულია. არამოქალაქეები, რომლებიც ის მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობენ, თვეში 218 დოლარის გადახდა მოუწევთ. ემიგრანტებისთვის კი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფასიანი განათლება.
ქვეყნის მაცხოვრებლებს შეუძლიათ დაეყრდნონ სუბსიდიებს, რომლებიც უზრუნველყოფილია შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლის საფუძველზე. თუ ის 12,000 დოლარზე ნაკლებია, მათ სახელმწიფო დახმარებას ურიცხავს. თანხა ჩვეულებრივ ირიცხება ბავშვის სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშიდან მშობლებს შეუძლიათ გადაიხადონ სწავლის, დამატებითი გაკვეთილების, სასწავლო ლიტერატურის ფული. 

განათლება სავალდებულოა

ყველა მოქალაქე, გამონაკლისის გარეშე, ვალდებულია მიიღოს განათლება. უფრო მეტიც, ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია კონკრეტულად უწყვეტ სწავლაზე - მინიმუმ 100 წლამდე. განათლება დაყოფილია სამ საფეხურად: სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო. სკოლამდელი განათლება არის საბავშვო ბაღი, რომლის გამოტოვებაც არ არის რეკომენდებული. დაწყებითი სკოლა 6-დან 12 წლამდე, საშუალო - 12-დან 17 წლამდე. შემდეგ სწავლას ტექნიკურ სასწავლებლებში და უნივერსიტეტებში აგრძელებენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ინკლუზიური მიდგომა: სპეციალური პირობების შექმნა და ადაპტირებული სკოლები. 

გამწვანებული ეზოები

სკოლებს აუცილებლად აქვთ გამწვანებული ეზოები თამაშებისა და სპორტისთვის, ასევე ცოცხალი კუთხეები და ბოსტანი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ ცხოველებს და სოფლის მეურნეობას. ქვეყნის მაღალმა ურბანიზაციამ განაპირობა ის, რომ ბევრი ბავშვი ცხოველებს მხოლოდ ტელევიზორში ხედავდა და ამიტომ მათტან კონტაქტი სკოლებში სავალდებულოა.

თითოეულ სკოლას აქვს თავისი ფორმა

აუცილებელია სკოლის ფორმა. მაგრამ თითოეულ სკოლას აქვს თავისი. ზოგადი წესები - ქვედაბოლოები გოგონებისთვის, შორტები ბიჭებისთვის. ბევრ სკოლაში ბიჭები არ ატარებენ შარვალს 15 წლამდე - ეს გამოძახილია ძველი ბრიტანული ტრადიციისა. თანამედროვე სინგაპური ხომ დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო თითქმის ოთხმოცი წლის განმავლობაში. ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს, ჰალსტუხები კი, რომელსაც გოგოებიც ატარებენ, საქმიან სტილს უზრუნველყოფს. პანდემიის დროს, უნიფორმის ნაწილი გახდა დამცავი ნიღბები, რომელთა ტარება სავალდებულოა.

ჰიმნის ყოველდღიური შესრულება

ყოველდღე ბავშვები მღერიან ეროვნულ ჰიმნს. ზუსტად დილის 7:30 საათზე მოსწავლეები ჩამწკრივდებიან, მკერდზე ხელს მიიდებენ და მღერიან. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე დააგვინდება მწკრივში ჩადგომა, ის ვალდებულია დანიშნულ დროს იქ შეასრულოს ჰიმნი, სადაც იმნყოფება. ტურისტებს ხშირად უკვირთ, როცა ხედავენ, რომ შუა ქუჩაში დგანან ბავშვები და სახელმწიფო ჰიმნს მღერიან. კერძო სკოლები არ მიიღებენ აკრედიტაციას, თუ არ დაიცავენ ეროვნული ჰიმნის წესს.
კლასებში არაუმეტეს 20 მოსწავლეა. ქვეყნის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაბალ კლასებში თითო მასწავლებელზე 15 მოსწავლეა, ხოლო საშუალო სკოლაში 10.

გაკვეთილებს შორის დასვენებები არ არის

ბავშვები დილიდან შუადღემდე სხედან მერხებთან. გაკვეთილი გრძელდება 30 წუთი და შესვენებები არ არის. ყოველ ნახევარ საათში ახალი მასწავლებელი შემოდის. ლანჩის შესვენება ერთადერთი დასვენებაა და ის, ისევე როგორც გაკვეთილი, გრძელდება 30 წუთი. 

ფასიანი ლანჩები ყველა გემოვნებისთვის

სასადილო არის კვების დიდი სივრცე. მენიუში შედის მალაიზიური, ჩინური და ევროპული კერძები. ლანჩი დაახლოებით $2 ღირს. ჯერ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სადილობენ, შემდეგ საშუალო სკოლა.

სავალდებულო დამატებითი განათლება

ბავშვებს შეუძლიათ დაესწრონ წრეებსა და სექციებს სკოლიდან გაუსვლელად. ეს არ არის საჭირო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის. მაგრამ საშუალო სკოლაში მოსწავლეს მოეთხოვება აირჩიოს ერთი ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი წრე და სპორტული განყოფილება.
mshoblebi

მათემატიკა მეცნიერებათა გვირგვინია

ინგლისური, მშობლიური ენა, ისწავლება დაწყებით სკოლებში (ჩინური, მალაიური, ტამილური საჯარო სკოლებში და ევროპული ენების არჩევანი კერძო სკოლებში). დიდი დრო ეთმობა მათემატიკას, როგორც მთავარ დისციპლინას.

ასევე ბავშვებს ასწავლიან ბუნებისმეტყველებას, ხელოვნებას, მუსიკას, ფიზიკურ აღზრდას, სოციალურ კვლევებს, ხასიათისა და მოქალაქეობის აღზრდას. ბოლო საგანი ტარდება საუბრების სახით.


სექსუალური განათლება მეოთხე კლასიდან

სექსუალური განათლება დაწყებით სკოლაში იწყება. ბავშვებს ესაუბრებიან სექსუალური ურთიერთობების ბიოლოგიურ ასპექტებზე: ორსულობასა და ავადმყოფობაზე. „სკოლებში სექსუალური განათლება ხელს უშლის ნაადრევ ქორწინებებს, ასწავლიან კონტრაცეფციას, აფრთხილებენ შემთხვევითი სექსის შედეგებზე, დაავადების პრევენციაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი სექსუალური შევიწროებისგან“, განმარტავს სინგაპურის განათლების სამინისტრო. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს ეძლევათ კითხვარი, რომლის კითხვებზე პასუხი მშობლებთან ერთად უნდა გაეცეს. ასეთი გაკვეთილები ტარდება სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში.

წლიური გამოცდები და როტაცია

ბავშვები ყოველწლიურად აბარებენ გამოცდებს. მათ შედეგზეა დამოკიდებული, რომელ კლასში ისწავლის ბავშვი: წარჩინებულ მოსწავლეებთან, საშუალო მოსწავლეებთან თუ ჩამორჩენილებთან. ამიტომ სინგაპურში თითქმის ყველა ოჯახი რეპეტიტორების არმიას ქირაობს, რადგან ბავშვის გარემოცვა და მისი სოციალური მდგომარეობა გამოცდის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

სინგაპურში აკადემიური წარმატებები ფინანსურზე და წარმოშობაზე მეტად ფასობს. ნიჭიერი ბავშვებისთვის გაკვეთილები ტარდება საგნების სიღრმისეული შესწავლისთვის. უკვე მესამე კლასის შემდეგ ნიჭიერი ბავშვები სასწავლებლად ცალკე პროგრამებს გადიან.


დამატებითი გაკვეთილები ჩამორჩენილთათვის

თუ ბავშვი ჩამორჩება სხვებს, მას შესთავაზებენ დახმარებას საგნების დამატებით შესწავლაში. პირველი კლასიდან აქცენტი კეთდება ენებზე და მათემატიკაზე. ბავშვებს 8-10 კაციან მინი-ჯგუფებში ასწავლიან. დამატებითი მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-4 ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში.

ყველაზე მთავარი გამოცდა 12 წლის ასაკში ტარდება

მეექვსე კლასში ბავშვები აბარებენ PSLE ​​(Primary School Leaving Examination) - გამოცდას დაწყებითი სკოლის ბოლოს, რომელიც განსაზღვრავს მათ მომავალ ცხოვრებას. ისინი ამოწმებენ ინგლისური და მშობლიური ენის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნას. გამოცდა ტარდება ტესტების სახით. მაგრამ ლინგვისტური და საბუნებისმეტყველო საგნებისთვის არის ესე. თითოეულ საგანზე ორი საათია გამოყოფილი.
მშობლიური ენის ჩაბარებისას ბავშვს შეუძლია აირჩიოს გამოცდის სირთულის დონე: საბაზისო, სტანდარტული თუ სიღრმისეული. რაც უფრო რთულია გამოცდა, მით მეტია ელიტარულ საშუალო სკოლაში მოხვედრის შანსი. ინგლისური, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები იყოფა სირთულის ორ დონედ: სტანდარტული და რთული.


გრანტები უმაღლესი განათლებისთვის

ნიჭიერ კურსდამთავრებულებს სთავაზობენ სწავლის გაგრძელებას ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ. ამისათვის გრანტები გაიცემა განათლების ღირებულების გადასახდელად. მაგრამ უმეტესობას ქვეყნიდან გასვლა არ უნდა, რადგან სინგაპური არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში, არამედ ყველაზე უსაფრთხოც - ის უბრალოდ ვიდეო კამერებით არის სავსე და უზარმაზარმა ჯარიმებმა მოსახლეობას კანონის დაცვა ასწავლა.

ფიზიკური დასჯა სკოლაში

სკოლებს ჯერ კიდევ აქვთ დისციპლინაზე პასუხისმგებელი მასწავლებლის თანამდებობა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბავშვის ფიზიკურად დასჯა. ბავშვები ცუდი შეფასებისთვის არ ისჯებიან, ეს მშობლების უფლებაა, მაგრამ ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფისთვის სასჯელი ელოდებათ. მრავალეროვნულ სახელმწიფოში ეს სერიოზულ დანაშაულად ითვლება. 

მოკლე არდადეგები და სასწავლო წელი იანვრიდან

მარადიული ზაფხულის ქვეყანაში ბავშვების დასვენება წელიწადში ოთხჯერ არის გათვალისწინებული, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. სასწავლო წელი იწყება 2 იანვარს და წყდება ერთი კვირით მარტის შუა რიცხვებში. საზაფხულო არდადეგები იწყება მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე, ხოლო შემოდგომის არდადეგები ტარდება სექტემბრის პირველ კვირაში. მთავარი დღესასწაული შობაა და არდადეგებიც უფრო ხანგრძლივი. გრძელდება ნოემბრის ბოლოდან 2-ელ იანვრამდე.


სამეცნიერო განათლების ლიდერი

სინგაპური წამყვან პოზიციას იკავებს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო განათლების სფეროში. საერთაშორისო რეიტინგში TIMSS (Trends in Mathematics and Science Study) სინგაპურმა ზედიზედ ოთხჯერ დაიკავა პირველი ადგილი (რეიტინგი შედგენილია ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ). 

altრა არის ფინური სკოლების მთავარი უპირატესობა და როგორ მიაღწიეს ფინელებმა ამ შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ ფინური სკოლის ქართველ პედაგოგთან