76 წლის მშვენიერი კირა ანდრონიკაშვილი შთამომავლებთან ერთად - გენეტიკური სილამაზე - მშობლები

76 წლის მშვენიერი კირა ანდრონიკაშვილი შთამომავლებთან ერთად - გენეტიკური სილამაზე

2022-10-27 16:58:18+04:00
26 ოქტომბერს ქართული კინოს ულამაზესი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის საღამო გაიმართა თეატრალურ უნივერსტეტში. ქალბატონ კირას, რომელსაც სულ მალე 77 წელი უსრულდება, გულშემატკივრებთან და მეგობრებთან ერთად, შთამომავლები უმშვენებდნენ გვერდს.
mshoblebi
კირა ანდრონიკაშვილი ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი კინოვარსკვლავია. დღესაც ხშირად მოიხსენიება ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში. 
mshoblebi
ქალბატონი კირას სილამაზე გენეტიკურად გადაეცათ მის შთამომავლებს.
mshoblebi
ქალიშვილ ნინა კალანდაძესა და შვილიშვილ ლიკა ევგენიძესთან ერთად

საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ნაცნობია ქალბატონი კირას შვილიშვილი, დათო ევგენიძის ქალიშვილი ლიკა, რომელიც წარმატებული ტელეწამყვანია. დიდი ბებიის გარეგნობა აშკარად ერგო ასევე მემკვიდრეობით ლიკას ქალიშვილს, 11 წლის ანა სოფიას. 
mshoblebi
შვილიშვილთან და შვილთაშვილთან ერთად

mshoblebi
კირა ანდრონიკაშვილი და მისი ქალიშვილები

კირა ანდრონიკაშვილის მამიდები იყვნენ ულამაზესი ქალბატონები - ყველასთვის ცნობილი ნატო ვაჩნაძე და მისი მსახიობი და, კირას სეხნია კირა ანდრონიკაშვილი.
mshoblebi
ნატო ვაჩნაძე და მისი და კირა ანდრონიკაშვილი

mshoblebi