"შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს და ყოველ წამს მიფერადებ შენი ყოფნით..." - ნუკა კვალიაშვილის ოჯახური ბედნიერება - მშობლები

"შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს და ყოველ წამს მიფერადებ შენი ყოფნით..." - ნუკა კვალიაშვილის ოჯახური ბედნიერება

2022-10-30 11:08:04+04:00
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი 2022 წლის დასაწყისში გახდა პატარა გოგონას - ალექსანდრას დედა. ორი ვაჟის შემდეგ ნუკას ქალიშვილი შეეძინა მეორე მეუღლისგან - გოჩა გელაშვილისგან. 
mshoblebi
პატარა ალექსანდრა, რომელსაც მამა მზის სხივს ეძახის, რამდენიმე დღის წინ გაქრისტიანდა.
mshoblebi
გოჩა გელაშვილზე ნუკამ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ იქორწინა. გოჩა ნუკას შვილებისთვისაც იდეალური მამაა და ძალიან დიდ დროს ატარებს ბავშვებთან. წყვილი ერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ოქტომბრის დასაწყისში გოჩამ მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა:

"ჩემ სიყვარულს, ჩემ სიხარულს, ჩემ უსაყვარლეს და უუუუუმაგრეს გოგოს ვულოცავ დაბადების დღეს! ნუკკკ, მიყვარხარ უზომოდ და არაადამიანურად, არა მიწიერად და არა ადეკვატურად,   შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს და ყოველ წამს მიფერადებ შენი ყოფნით. მადლობა, რომ მყავხარ!  უუუუუუუ ზომოდდდდ მმმმმმიიიიყვვვვარრრრხარრრრრრ ძალიან ძალიან მაგრადდდდ!"
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

alt"მის ახლობლებს დღემდე უკვირთ, ცოლად რომ მომიყვანა... ბავშვები "მამას" ეძახდნენ..." - როგორ მიიღეს ნუკა კვალიაშვილის შვილებმა მისი მეუღლე