"სიგიჟეა ის, რაც ვქენი... აგაფორიაქეთ... გპირდებით, მეტჯერ აღარ ვიზამ" - ირინა ონაშვილი - მშობლები

"სიგიჟეა ის, რაც ვქენი... აგაფორიაქეთ... გპირდებით, მეტჯერ აღარ ვიზამ" - ირინა ონაშვილი

2022-10-31 05:11:54+04:00
ქართველმა ავტომრბოლელებმა მევლუდ მელაძემ და ირინა ონაშვილმა მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ავტოსლალომში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ორივე გამარჯვებულს სოციალურ ქსელში ულოცავენ ნაცნობები თუ უცნობები. მოდელი, ტელეწამყვანი და ყოფილი "მის საქართველო" ირინა ონაშვილი კი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
mshoblebi
"სიგიჟეა ის, რაც ვქენი... და ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით, მეტჯერ აღარ ვიზამ.
ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში.
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას, გთხოვთ".
mshoblebi