პოპმომღერალი სელენა გომესი ბავშვობიდან პოპულარულია. წლების წინ მის პოპულარობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის მეგობარი გოგონა იყო. შემდეგ წყვილი ხმაურიანად დაშორდა და უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს, როგორ მტკივნეულად მიიღო ეს დაშორება სელენამ.

გოგონას მას შემდეგ მუდმივად ჰქონდა დეპრესია, აშლილობები და სარეაბილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა.
რამდენიმე დღის წინ მისი მოულოდნელი ელფი ჯასტინ ბიბერის ცოლთან ერთად, ამიტომაც იქცა ინტერნეტჰიტად.
სელენას ცნობილი სელფი ჰეილი ბიბერთან
სელენას არც მანამდე ჰქონდა მყარი ჯანმრთელობა და ამბობენ, რომ ამ ამბავმა კიდევ უფრო გააუარესა. ჯერ კიდევ 2014 წელს მოუწია ქიმიოთერაპიის ჩატარება, რადგან სისტემური წითელი მგლურის დიაგნოზი დაუსვეს. ამის გამო, წარმატების პიკში მყოფს გასტროლების და კონცერტების გაუქმება მოუწია. ორ წელიწადში კვლავ იწვა სარეაბილიტაციო ცენტრში იმავე დაავადების გაწვავების გამო.
2017 წელს თირკმელი გადაუნერგეს - დონორი მისი მეგობარი ფრანსია რაისა გახლდათ. ოპერაციის დროს არტერია გასკდა და ექიმებს მოუწათ, ფეხის ვენის დახმარებით არტერიის ოპერაციაც გაეკეთებინათ.
თუ როგორ გრძნობს ახლა თავს და როგორ მიდის მისი ცხოვრება, ამის შესახებ სელენა, ჟურნალ Rolling Stone-სთან ისაუბრა, რომლის ახლანდელ გარეკანსაც ამშვენებს.
.jpg)
გომესმა ვრცლად ისაუბრა იმ მძიმე პერიოდზე, რომელიც 2018 წელს გადაიტანა. ფსიქოზსა და ბიპოლარულ აშლილობაზე - სწორედ ეს იყო მისი დიაგნოზი. კარგად ხანს ჰქონდა ჰალუცინაციები და კლინიკაშიც იწვა, რადგან პარანოიას ვერ უმკლავდებოდა. ყველაზე მტკივნეული, რაც იყო მის აღიარებაში, ის გახლავთ, რომ მიუხედავად დიდი სურვილისა, თავად ვერ შეძლებს შვილის გაჩენას, ორსულობას, იმ ძლიერი წამლების გამო, რომლებსაც ბიპოლარული აშლილობის კონტროლისთვის ახლაც იღებს. თუმცა იმისიც სჯერა, რომ სხვა საშუალებებით ოდესმე დედა გახდება.

"დიდი შრომა დამჭირდა, მეღიარებინა, რომ ბიპოლარული აშლილობა მაქვს და გავმკლავებოდი ამას. რადგან ის არასოდეს წავა, მე მასთან ერთად უნდა ვიცხოვრო..." - ამბობს სელენა.
30 წლის მომღერალი იმასაც ამბობს, რომ მისთვის ძალიან მტკივნეული იყო მის პირად ცხოვრებაში შეუსრულებელი გეგმები.
"ისე გავიზარდე, სულ ვფიქრობდი, რომ 25 წლის გავთხოვდებოდი... სრულიად ავცდი ამ ყველაფერს და ვფიქრობდი, რომ ჩემი სამყარო დაიმსხვრა..."
"უმადური სელენა გომესი..." - რატომ დაივიწყა ვარსკვლავმა საუკეთესო მეგობარი, რომელმაც საკუთარი თირკმელი დაუთმო