ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთები გაიხსენა - როგორ დაკარგა ბავშვი მეორე ფეხმძიმობიდან და როგორ შეცვალა ამან სამუდამოდ მისი ცხოვრების გზა. ამ ტრაგედიას ის ძალიან ცნობილი ექიმის შეცდომას მიაწერს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საწუხარო შემთხვევიდან თითქმის 15 წელი გავიდა, ტელეწამყვანმა საუბრისას ცრემლები მაინც ვერ შეიკავა.
„მთელი ცხოვრება მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სულ წარმოვიდგენდი, როგორ დავალაგებდი სახლს, შემდეგ შემოვარდებოდა ოთხი ბავშვი და გადაუვლიდა ყველაფერს. ასე წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. დავორსულდი მეორედ. ამ ამბით ძალიან გახარებულმა სამსახურში წასვლის წინ ექოსკოპიაზე შევირბინე. მივედი ძალიან ცნობილ ინსტიტუტში, ძალიან ცნობილ ექიმთან... დამადო აპარატი და ცოტა ხანში ატყდა ქაოსი, სასწრაფო საოპერაციო ხარ, თორემ მოკვდებიო. აქედან რომ ადგე, სანამ მანქანამდე მიხვალ სისხლისგან დაიცლები და მოკვდებიო... გამიკეთეს ოპერაცია, ნარკოზის შემდეგ ეს ექიმი მეუბნება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს, შენ არაფერი გჭირსო. ორმოცი წუთი გათვალიერეთ და ვერ ვიპოვეთ ნაყოფიო... ანუ სულ ტყუილად გამიკეტეს ორსულ ქალს ოპერაცია. ის ადამიანი დღესაც ძალიან ცნობილი ექიმია. მე მას ამდენი წელია შევუნახე ნამუსი, არ ვასახელებ. იმედი მაქვს ძალიან წუხდება იმის გამო, რაც გამიკეთა. დღეს აღარ მყავს ის პარტნიორი, ვისგანაც შვილს ველოდებოდი, გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა, მე ცალკე დავიძაბე, შვილიც ვერ გავაჩინე... ამის შემდეგ კიდევ დავორსულდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე ვიყავი დასტრესილი, ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება. უკვე დიდი ორსული ვიყავი, როცა აღმოაჩინეს, რომ ბავშვი მკვდარი იყო. ამის მერე შვილი ვეღარ გავაჩინე“ - ყვება ნანიკო ხაზარაძე.
"ვიკვებები ცომეულით და ნახშირწყლებით... ხორცს არ ვჭამ, არც ბოსტნეული და რძის პროდუქტები მიყვარს" - ნანიკო ხაზარაძის ახალგაზრდული იერის საიდუმლო