ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ ბევრი მშობელი აკვირდება, რამდენად გაიზარდა მისი შვილი სხვა ბავშცვებთან შედარებით. ზოგიერთი ბავშვი აშკარად მკვეთრადაა სიმაღლეში მომატებული, ზოგს კი მომატებული სანტიმეტრები არც ეტყობა. რატომ ხდება, რომ თიტქმის მტელი წლის განმავლობაში ბავშვი უმნიშვნელოდ იმატებს სიმაღლეში? ზრდის შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რამდენად მაღლები არიან ბავშვის მშობლები და რამდენად სწრაფად იზრდებოდა მანამდე. მეორეც, ზრდა და მისი ტემპები ძლიერ არის დამოკიდებული სქესობრივ მომწიფებაზე.
სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე ბავშვები განიცდიან ზრდის გარკვეულ შეფერხებას. სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი კვლავ მატულობს მატულობს ზრდის ტემპი.
სქესობრივი მომწიფების გარდა სხვა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ზრდის ტემპზე: მძიმე ინფექციებმა, მძიმე ნაწლავურმა დარღვევებმა და თანმხლებმა დაავადებები.
თუ მშობლები ძალიან მაღლები არიან, ხოლო ბავშვის სიმაღლე ნორმის ქვედა ზღვართანაა ახლოს და ამავდროულად ზრდის ტემპი დაბალია, ეს მოცემულება უკვე არის სამედიცინო გამოკვლევის საფუძველი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიჭები ხშირად გვიან იწყებენ ზრდას თანატოლებთან შედარებით, რადგან სქესობრივი მომწიფება მოგვიანებით ეწყებათ.
ის, რომ ზაფხულის განმავლობაში სიმაღლეში ვერ მოიმატა, მაინც არის მიზეზი პედიატრთან ან ენდოკრინოლოგთან ვიზიტისა. ექიმი სწორად გაზომავს სიმაღლეს და შეაფასებს სქესობრივი მომწიფების დონეს. ამის საფუძველზე დაასკვნის, საჭიროა თუ არა დამატებითი გამოკვლევა.
იმის გასაგებად, ვითარდება თუ არა თქვენი ბავშვი სწორად, თქვენ უნდა შეძლოთ მისი ზრდის ზუსტად გაზომვა და ეს სისტემატურად უნდა გააკეთოთ.