რომელ მოსწავლეებს შეუძლიათ უფასოდ მგზავრობა და სხვა შეღავათების მიღება - მშობლები

რომელ მოსწავლეებს შეუძლიათ უფასოდ მგზავრობა და სხვა შეღავათების მიღება

2022-11-07 09:37:25+04:00
მოსწავლის ბარათით თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსწავლეები უფასოდ მგზავრობენ. როგორც საქართველოს ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბარათი შეღავათანი ტარიფით თბილისის გარდა გაიცემა ბათუმის, რუსთავისა და ზუგდიდის ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სიაში ირიცხებიან.

როგორც საქართველოს ბანკში განგვიცხადეს, სხვა რაიონებში მოსწავლის ბარათით სარგებლობის შემთხვევაში ტარიფი სტანდარტულია და მოსწავლეები იმ თანხას გადაიხდიან, რაც დაწესებულია.

ბარათის შეკვეთისთვის საჭიროა, რომ ბავშვს მოსწავლის სტატუსი ჰქონდეს. იგი შეკვეთიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში მზადდება.
მოსწავლის ბარათით შეღავათიანად მგაზვრობის გარდა, შესაძლებელია თანხის განაღდება, sCool-ების დაგროვება და სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი შეთავაზებებისა და საჩუქრებით სარგებლობა.

როგორც საქართველოს ბანკში განგვიცხადეს, შეთავაზებები ყოველკვირეულად განსხვავებულია და ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ბანკის ვებგვერდზე, ასევე მოსწავლეებს დარეგისტრირებულ ნომრებზეც მისდით.

რაც შეეხება sCool ქულას, ბარათით შესრულებულ ყოველ ოპერაციაზე, გარდა ტრანსპორტში გადახდისა, დაგერიცხება 5 sCool ქულა 1 sCool = 1 თეთრი. sCool-ების გადაცვლა შეგიძლია გადახდის აპარატის მეშვეობით: მობილურის ბალანსში, სატრანსპორტო ბალანსში.

სატრანსპორტო ტარიფები კი ასეთია:

  • უფასოდ მგზავრობენ თბილისის სკოლის მოსწავლეები თბილისის მეტროსა და ავტობუსებში /ლურჯ მიკროავტობუსებში
  • უფასოდ მგზავრობენ ბათუმის სკოლის მოსწავლეები ბათუმის ავტობუსებში
  • 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობენ ზუგდიდის სკოლის მოსწავლეები ზუგდიდის ავტობუსებში
  • 10-თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ რუსთავის სკოლის მოსწავლეები რუსთავის ავტობუსში
  • სხვა დანარჩენ შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება სტანდარტული ტარიფის შესაბამისია, sCool Card-ით გადახდისას მიიღებ ფასდაკლებებს პარტნიორ მაღაზიებში შეთავაზებები.

როგორ შევუკვეთო sCool Card-ი?

თბილისის, ბათუმისა და რუსთავის აკრედიტებული სკოლის მოსწავლეებისთვის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. დამატებით, თუ მოსწავლე არის უკვე ბანკის მომხმარებელი, მისი ბარათის შეკვეთა ასევე შესაძლებელია მშობლის მობილბანკიდან. სხვა შემთხვევებში ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან

mshoblebi

რა საბუთებია საჭირო ბარათის ფილიალიდან ასაღებად?

მოსწავლისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა/პასპორტი.

როგორ მოვიქცე ბარათის დაკარგვის შემთხვევაში?

როგორც კი აღმოაჩენთ, რომ ბარათი დაკარგეთ, დაბლოკე sCool Card-ი მობილბანკიდან ან დაუკავშირდი საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს ნომერზე − (0 32) 2 444 444

მაქსიმუმ რა თანხის შეტანა შეგვიძლია ბარათზე?

ბარათზე თანხის შეტანის ლიმიტი არ არსებობს

როგორ ხდება და რა ჯდება ბარათის აღდგენა (ვადის გასვლამდე, ვადის გასვლის შემდეგ)?

ბარათის აღდგენა შესაძლებელია ვებგვერდით, მობილბანკით ან საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში. პირველი ვადაგასული ბარათის დამზადება უფასოა. ვადაგასულის/დაზიანებულის ან დაკარგულის განახლებაც უფასოა. ბარათის ვადა 4 წელია.

მიმდინარე შეთავაზებები ასეთია:

თამარ იაკობაშვილი