"ყველაფერი ვცადე, მაგრამ შვილი ვერ გავაჩინე... ამბობდნენ, რომ ბრედ პიტს მაგიტომ დავშორდი..." - 53 წლის ჯენიფერ ენისტონის მოულოდნელი აღიარება - მშობლები

"ყველაფერი ვცადე, მაგრამ შვილი ვერ გავაჩინე... ამბობდნენ, რომ ბრედ პიტს მაგიტომ დავშორდი..." - 53 წლის ჯენიფერ ენისტონის მოულოდნელი აღიარება

2022-11-10 07:23:31+04:00

ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ჟურნალ Allure-ის ყდაზე გამოჩნდა და საინტერესო ინტერვიუზეც დათანხმდა. ძირითადი თემა პირადი ცხოვრება და ორსულობის მცდელობები იყო."30-40 წლის ასაკში ძალიან რთული პერიოდი გავიარე. ვცდილობდი დაორსულებას. ეს ურთულესი გზა იყო ჩემთვის. მთელი ეს წლები, დაუსრულებელი სპეკულაციის წლები. ეს ნამდვილად მძიმე იყო. ჩავიტარე ხელოვნური განაყოფიერება, ვსვამდი ჩინურ ჩაის, ნებისმიერ რამეს. ძალისხმევას არ ვუშურებდი. ყველაფერს მივცემდი, ვინმეს რომ ეთქვა: "გაყინე შენი კვერცხუჯრედი. გაუკეთე შენს თავს კარგი სამსახური"... უბრალოდ, ადრე ამაზე არ ფიქრობ. და აი, ვარ. მატარებელმა ჩაიარა". mshoblebiმსახიობის თქმით, ახლა არ აქვს სინანული და ცოტათი გულზეც მოეშვა, რადგან "აღარ არის საჭირო ამაზე ფიქრი". ენისტონი, რომლის უშვილობა სულ იყო პრესის ყურადღების ცენტრში, იმ ჭორებსაც გამოეხმაურა, რომლებიც ამ თემაზე ვრცელდებოდა. "ღმერთმა არ ქნას, წარმატებულმა ქალმა შვილი არ გააჩინა. თითქოსდა, მიზეზი, რის გამოც ჩემი ქმარი წავიდა ჩემგან (იგულისხმება ბრედ პიტი - რედ.), რის გამოც დავშორდით და დაგვენგრა ქორწინება, იყო ის, რომ მე შვილი ვერ გავუჩინე. სრული სიცრუეა. მე ახლა აღარაფერი მაქვს დასამალი".

alt "ანჯელინამ თავიდანვე დაადგა თვალი ცოლიან ბრედს და ინტიმური სცენის გადაღებისას ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა" - ანჯელინას პირადი მცველი იხსენებს, როგორ აცდუნა ჯოლიმ პიტი

mshoblebi53 წლის ენისტონი ამბობს, რომ არ იცის, კვლავ გათხოვდება თუ არა. ახლა არ ჰყავს გვერდით არავინ, უკან კი ორი ქორწინება მოიტოვა - ბრედ პიტთან და ჯასტინ ტერუსთან. "არასდროს თქვა "არასდროს", მაგრამ ეს არ მაინტერესებს. მინდა კიდევ ურთიერთობები. არის მომენტები, როცა მინდა მოვიკუნტო და ვთქვა: "დახმარება მჭირდება". შესანიშნავი იქნებოდა, შინ დავბრუნებულიყავი, ჩავხუტებოდი ვინმეს და მეთქვა: "მძიმე დღე მქონდა".ენისტონმა დედასთან რთულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. ბავშვობიდან მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, 1990-იან წლებში კი საერთოდ გაწყვიტეს კავშირი დიდი ხნით. "მე ვაპატიე დედას. ვაპატიე მამას. ვაპატიე ოჯახს. ეს მნიშვნელოვანია. ძალიან ტოქსიკურია ადამიანისთვის, როცა აქვს წყენა, სიბრაზე. მივხვდი ამას. ამას მაშინ მივხვდი, როცა ვაკვირდებოდი, დედა რომ არასდროს თავისუფლდებოდა სიბრაზისგან. მახსოვს, ვუთხარი: "მადლობა, რომ მაჩვენე, როგორი არ უნდა ვიყო", - აღიარა ჯენიფერმა.

altმათი დედები ჟურნალისტებს მათ პირად ამბებს უმხელდნენ და საქვეყნოდ არცხვენდნენ - ვარსკვლავები, რომლებსაც დედებმა ყველაზე მეტად ატკინეს გული

ენისტონმა ასევე ისაუბრა სოციალურ ქსელზე. "ვერ ვიტან სოციალურ ქსელს. ვერც ვერკვევი. ჩემთვის ეს წამებაა. მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი ინსტაგრამზე, ჩემი სილამაზის ხაზის გაშვებაა", - ამბობს ჯენიფერი. მისი აზრით, სოცქსელები აიძულებს გოგონებს და ქალებს, დაკომპლექსდნენ თავიანთი გარეგნობის გამო და დაუსრულებლად შეადარონ თავი სხვებს."მე ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე ვგრძნობდი 20 ან 30 წლის ასაკში, ან თუნდაც 40 წლისა. საკუთარ თავს არ უნდა ვავნოთ, ცუდი რამეები არ უნდა ვუთხრათ. ერთხელაც 65 წლის გავხდით და გავიაზრებთ, რომ 53 წლისა ძალიან მაგრად გამოვიყურებოდით".