ბავშვის ნიჭიერების 8 ნიშანი, რომელიც სკოლაში შესვლამდე ვლინდება და არ უნდა გამოგეპაროთ - მშობლები

ბავშვის ნიჭიერების 8 ნიშანი, რომელიც სკოლაში შესვლამდე ვლინდება და არ უნდა გამოგეპაროთ

2022-11-15 10:18:37+04:00

ბავშვის ნიჭიერებას ყველა შეამჩნევს, თუ ის ორი წლის ასაკში კითხულობს კითხულობს და ანგარიშობს. თუმცა არსებობს მაღალი IQ-ის მანიშნებელი ფარული ნიშან-თვისებებიც, რომლებიც მშობელმა თავიდანვე უნდა შენიშნოს.ფსიქოლოგი და პედაგოგი ლინ კენდალი დიდი ხანია ნიჭიერ ბავშვებს იკვლევს. მისი თქმით,ინტელექტის ტესტებისა და არაჩვეულებრივი გონების მკაფიო მაჩვენებლების გარდა, არსებობს მომავალი გენიოსის უფრო ძნელადშესამჩნევი ნიშნები, რომლებიც შეიძლება მშობელს გამოეპაროს. განვიხილოთ ეს ნიშნები:

მათემატიკით დაინტერესება ადრეულ ასაკში

„ნიჭიერ ბავშვს არ შეაფერხებს ის ფაქტი, რომ წერა-კითხვა არ იცის“, - განუცხადა ლინმა The Sun-ს. მას შეუძლია გონებაში გამოთვლა. მეტიც, სავარაუდოა, რომ მომავალში ის ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს სხვა სფეროებში. უბრალოდ, მისი კოორდინაცია საკმარისად არ არის განვითარებული მაგალითების ქაღალდზე დასაწერად“.

ნიჭიერი მშობლები

ვაშლი ხისგან შორს არ ცვივა - ეს გამონათქვამი ძალიან უხდება მაღალი IQ-ის მქონე ბავშვებს. თუ ერთი ან ორივე მშობელი გამოირჩევა შესანიშნავი გონებით, მაშინ ბავშვი აუცილებლად შეძლებს დაიკვეხნოს ინტელექტით.

იუმორის გრძნობა

თუ თქვენი პატარა ხშირად ხუმრობს და ეს მართლაც სასაცილოდ გამოსდის, შესაძლოა მაღალი IQ-ს მანიშნებელი იყოს.

გაუთავებელი კითხვები

ლინი ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვის აღზრდა ადვილი არ არის და იმიტომ არა, რომ ასეთ ბავშვებს მეცადინეობა სჭირდებათ.„ნიჭიერი ბავშვების მშობლები ყოველთვის შეწუხებულნი არიან ბავშვის ცოდნის დაუსრულებელი წყურვილით. უფრო მეტიც, ამან შეიძლება ქორწინებაში პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ამიტომ მშობლებს ვურჩევ: „ასწავლეთ თქვენს შვილებს კითხვა და ეს დიდ შვებას მოგცემთ,“ - ამბობს ლინ კენდალი.

უჩვეულო ინტერესები

ლინ კენდალი იხსენებს ერთ პატარა გენიოსს, რომელმაც მენდელევის პერიოდული სისტემის ზეპირად სწავლა დაისახა მიზნად. ამას რომ გაუმლავდა, შემდეგ გადაწყვიტა ყველა დედაქალაქის სახელი ესწავლა.

პერფექციონიზმი

ჭკვიანი პატარა ბავშვები ძალიან მაღალ სტანდარტებს უყენებენ საკუთარ თავს და ძალიან იმედგაცრუებულნი არიან, თუ ვერ დასძლევენ მათ.ლინი იხსენებს, თუ როგორ მიატოვა მისმა ნიჭიერმა ვაჟმა კრისმა ხატვა სამი წლის ასაკში, უბრალოდ იმის გამო, რომ მან ვერ დახატა ისეთი მანქანა, როგორიც სურდა„ჩემი შვილი იმდენად იყო გაბრაზებული, რომ ექვსი თვის განმავლობაში კალამი და ქაღალდი ხელში არ აუღია“, - ამბობს ის.

bavshvi-da-fanqari.jpg

ლაპარაკობს დაუღალავად

თუ თქვენი შვილი შეუჩერებლად ლაპარაკობს, ის შეიძლება ავლენდეს ინტელექტის კიდევ ერთ ნიშანს. თუმცა, როგორც უკვე ვიცით, ნიჭიერი ბავშვები დიდი პერფექციონისტები არიან. ეს შეიძლება კომუნიკაციის პრობლემის მიზეზიც გახდეს, რადგან შეიძლება არ მოსწონდეთ თავიანთი ბავშვური საუბრის მანერა.„რამდენიმე ნიჭიერი ბავშვი, რომლებსაც ვიცნობ, მხოლოდ სახლში საუბრობდნენ. მაგრამ სახლის გარეთ დუმდნენ. როცა ერთს ვკითხე, რატომ, მან თქვა: „მინდა დაველოდო, სანამ სიტყვებს ისე კარგად არ ვიტყვი, როგორც უფროსები.

სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში

ძალიან მაღალი IQ-ის მქონე ბავშვებს შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ცოტა აქვთ საერთო თანატოლებთან. ეს ნიშნავს, რომ მათთვის შეიძლება უფრო რთული იყოს საბავშვო ბაღში და სკოლაში მეგობრების პოვნა. მათ უფროსებთან ურთიერთობა ან მარტო ყოფნა ურჩევნიათ.ლინის თქმით, ამ თვისების გამო ამ ბავშვებს ხშირად აუტისტური სპექტრის აშლილობას მიაწერენ.„მშობლებს ხშირად დაუჩივლიათ მასწავლებლებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი შვილები აუტისტები არიან. დიახ, ჩვენ ვხვდებით მაღალი IQ-ს მქონე აუტისტ ბავშვებს,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მაღალი IQ-ის მქონე ბავშვი აუტისტია“.

ნიჭიერმა ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს შემდეგი ნიშნებიდან ზოგიერთი ან უმეტესობა:

  • შესანიშნავი მეხსიერება;
  • ინტელექტუალური ეტაპების ადრეული გავლა
  • ადრეული კითხვა;
  • უჩვეულო ჰობი ან ინტერესები, გარკვეული საგნების ღრმა ცოდნა;
  • შეუწყნარებლობა სხვა ბავშვების მიმართ;
  • პერფექციონიზმი;
  • შეიძლება იყოს სკოლაში წარჩინებული მოსწავლე;
  • ურჩევნია დროის გატარება უფროსებთან ან მარტო;
  • უყვარს ბევრი ლაპარაკი;
  • მუდმივად სვამს კითხვებს;
  • ადვილად სწავლობს;
  • განვითარებული იუმორის გრძნობა;
  • მუსიკალურობა;
  • უყვარს ყველაფრის მოწესრიგება და კონტროლი;
  • თამაშებში წესების შეცვლას ცდილობს
  • გამოხატული ექსტროვერტი ან ინტროვერტი.