სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის შემთხვევები სულ უფრო ხშირი ხდება. ამ დღეებში ერთდროულად ორი შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა და ორივე შემთხვევაში მოძალადე ოჯახის ახლობელი ან ნათესავია.
...სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას 2 წლის განმავლობაში აშანტაჟებდა, რომ არაფერი ეთქვა.
მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ძალადობის ფაქტი დედას მოუყვა..
დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში
გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
მეორე შემთხვევაც ასევე ახლახან
მოხდა. 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 60 წლის მამაკაცი ბაბუის ძმაა. როგორც ბრალდებული კაცის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, გოგონას მასთან საჭმელი მიჰქონდა ხოლმე.
„დედა აგზავნიდა ხოლმე და მასთან საჭმელი მიჰქონდა. წყნარი კაცი იყო. აივნიდან იყურებოდა, გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა“, - აცხადებს ბრალდებული კაცის მეზობელი „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდებულს, 60 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
რა უნდა იცოდეთ მოზარდების სქესობრივი მომწიფების პერიოდში და რა არ უნდა გამორჩეთ - სპეციალისტის რჩევები
"პედოფილების ამოცნობა ასეთი მარტივი რომ იყოს, ამდენი შემთხვევა არ გვექნებოდა" - რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს, რომ სექსუალური ძალადობისგან დაიცვათ