როგორ გავიგოთ, რისი ნიჭი აქვს ბავშვს სინამდვილეში - დეტალური ინსტრუქცია მშობლებს - მშობლები

როგორ გავიგოთ, რისი ნიჭი აქვს ბავშვს სინამდვილეში - დეტალური ინსტრუქცია მშობლებს

2022-11-26 08:19:04+04:00

ბავშვის მომავალი წარმატებისთვის ბევრი მშობელი ცდილობს, მასში მაქსიმალური ცოდნა ჩადოს და რაც შეიძლება ხელი შეუწყოს მისი ნიჭის განვითარებას.თუმცა მშობლებს სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ბავშვის განვითარება აუცილებლად გადატვირთულ გრაფიკს და თავისუფალი დროის არქონას გულისხმობს. პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაარკვიოს, რისკენ არის მიდრეკი ბავშვი, დროულად შეამჩნიოს, რა აინტერესებს ყველაზე მეტად, რისი კეთება ეხალისება და რა გამოსდის ყველაზე უკეთ. ამისათვის ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის გარკვეულ თვისებებს დაამითადვილადივარაუდებთ,რამიდრეკილებებისაქვსმას.

სახვითი ხელოვნების ნიჭი

ხატვის ნიჭი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გზით:

  • მათში არ არის ერთგვაროვნება. ბავშვს შეუძლია სხვადასხვა საგნების, ადამიანების, ფენომენების და სიტუაციების რეპროდუცირება.
  • ცდილობს გამოსახოს ის, რაც მას მოეწონა
  • შთაგონებულია ნახატებით, ქანდაკებებით და ა.შ.
  • შეუძლია შექმნას ორიგინალური კომპოზიციები ყვავილებიდან, ნახატებიდან, ქვებიდან, ღია ბარათებიდან და ა.შ.
  • უყვარს ახალი მასალების გამოყენება სათამაშოების, კოლაჟების, ნახატების შესაქმნელად
  • ის არა მარტო ხატავს, არამედ ძერწავს, ქმნის მხატვრულ კომპოზიციებს და ამასთანავე, უფროსების დახმარების გარეშე ავლენს შემოქმედებითობას.
  • შემოქმედებით გამოხატავს თავის გრძნობებს და განწყობას.
  • უყვარს სამგანზომილებიანი სურათების შექმნა, თიხით, პლასტილინით, ქაღალდით და წებოთი მუშაობა.
  • შეუძლია ხელოვნების ნიმუშების საკუთარი შეფასების ჩამოყალიბება.

მუსიკალური ნიჭი

მუსიკაში ნიჭიერება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გზებით:

  • ბავშვი იჩენს ინტერესს მუსიკის შესწავლის მიმართ.
  • ამჩნევს მუსიკის ხასიათს და განწყობას.
  • კარგად მღერის.
  • დიდ ენერგიას და გრძნობებს დებს ცეკვაში, სიმღერაში, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაში. გამოხატავს თავის გრძნობებს მუსიკით და სიმღერით, ცეკვით.
  • მოსწონს მუსიკალური ჩანაწერები. მუდამ აქვს კონცერტზე ან საცეკვაო ღონისძიებაზე წასვლის სურვილი.
  • ის სწრაფად ეუფლება დასაკრავ ინსტრუმენტებს
  • ადგენს თავის მელოდიებს.

ლიტერატურული ნიჭი

გაითვალისწინეთ, მოსწონს თუ არა თქვენს შვილს შემდეგი:

  • მოთხრობების ან ლექსების შეთხზვა.
  • შეუძლია სიუჟეტის მარტივად აგება
  • კარგად განვითარებული აქვს მეტყველება. ამბის გადმოცემისას არ კარგავს მთავარ სათქმელს.
  • ნაამბობში ინაჩუნებს საჭირო დეტალებს, გამოტოვებს ყველაფერს ზედმეტს.
  • ის კარგად ირჩევს სიტყვებს, რომლებიც გადმოსცემს პერსონაჟების ემოციურ მდგომარეობას, მათ გამოცდილებას და გრძნობებს.
  • ის მიდრეკილია ფანტაზიისკენ, ამატებს რაღაც ახალს და უჩვეულოს, მაშინაც კი, როცა უკვე ყველასთვის ნაცნობ ამბავზე საუბრობს.
  • ძალიან ნათლად, შეუძლია გადმოსცეს პერსონაჟის ხასიათი, გრძნობები, განწყობა.

სამსახიობო ნიჭი

ბავშვი აუცილებლად მიიყვანოთ თეატრალურ წრეზე, თუ შეამჩნევთ ამ თვისებებს:

  • ადვილად ირგებს ნებისმიერი პერსონაჟის როლს.
  • დაინტერესებულია მსახიობობით.
  • ასახიერებს სხვა ადამიანებს და ამ დროს ცვლის ინტონაციას და მეტყველების მანერას.
  • მას აქვს მდიდარი მიმიკები და გამომსახვლობითი მანერები, რომლითაც გამოხატავს გრძნობებს.
  • ცდილობს გამოიწვიოს ემოციური რეაქცია სხვა ადამიანებში, როდესაც რაღაცაზე ენთუზიაზმით საუბრობს.
  • უყვარს როლური თამაშები, სადაც დრამატულ სიტუაციებს იგონებს.

ტექნიკური ნიჭი

თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, რომ თქვენი მომავალი ინჟინერი, ტექნოლოგი ან გამომგონებელი იზრდება, თუ ის:

  • დაინტერესებულია მექანიზმებითა და მანქანებით.
  • შეუძლიათ სათამაშოებში მარტივი შეკეთება ან ძველი ნაწილებისგან ახალი ხელნაკეთობების/სათამაშოების შექმნა.
  • უყვარს მექანიზმების დაშლა და შესწავლა.
  • უყვარს მექანიზმების დახატვა.
  • კითხულობს ან სთხოვს წაუკითხონ რამე მექანიზმების, მოწყობილობების აგების ან ახალი გამოგონებების შესახებ.
  • უყვარს სამეცნიერო მოვლენების, გამოგონებების განხილვა.
  • ადვილად იყენებს ტექნიკურ მოწყობილობებს.
  • სწრაფად ითვისებს კომპიუტერს და სხვა ტექნოლოგიებს

ლიდერობის ნიჭი

ბავშვში უნდა ხედავდეთ შემდეგ თვისებებს:

  • თანატოლებთან ურთიერთობაში ძირითადად ინიციატორია.
  • უცხო ადამიანების გარემოცვაში თავს თავისუფლად გრძნობს.
  • ადვილად ურთიერთობს ბავშვებთან და უფროსებთან.
  • სხვა ადამიანების ქცევის მოტივებს კარგად ამჩნევს.
  • მას კარგად ესმის ის, რაც ბოლომდე არ თქვეს, მაგრამ იგულისხმეს.
  • თამაშებში ლიდერის როლი აქვს.
  • მიდრეკილია აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც მის ასაკს არ მოეთხოვება.
  • სხვა ბავშვებს ურჩევნიათ აირჩიონ ის თამაშში პარტნიორად.
  • აქვს დარწმუნების ნიჭი.

სპორტული ნიჭი

ნამდვილად ღირს განვითარება, თუ ბავშვში შეამჩნევთ:

  • მეტი ენერგიას სხვა ბავშვებთან შედარებით.
  • უყვარს სპორტულ თამაშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობა.
  • ყოველთვის გამარჯვების სურვილი აქვს.
  • ბავშვი უფრო სწრაფი და ამტანია, ვიდრე თანატოლები.
  • მისი მოძრაობები მსუბუქია, შესანიშნავი კოორდინაცია აქვს.
  • უყვარს ლაშქრობა, სპორტულ მოედნებზე თამაში.
  • ურჩევნია თავისუფალი დრო ღია ცის ქვეშ თამაშში გაატაროს.