"ვიტყუები უიშვიათეს შემთხვევაში, იმიტომ, რომ მეუხერხულება. ტყუილით ვინმეს გული ვატკინო, ეს გამორიცხულია", - ამბობს მომღერალი ზუკა ხუციშვილი. რა დროს იბნევა, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს და რა არის მისი ყველაზე დიდი სურვილი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ...1991 წლის პირველი მაისი.
- ...კოსმონავტი. რა თქმა უნდა, მაშინ ამ პროფესიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ შეუცნობელ სამყაროში მოგზაურობა და რაღაცის ნახვა მინდოდა. ამის შემდეგ მსურდა, ველოსიპედით გაზეთები მეტარებინა.
- ...იმედია, ცუდს არაფერს ამბობენ (იცინის). ჩემებური ხასიათი მაქვს, შეიძლება ცოტათი რთულიც, მაგრამ არ არსებობს წყენა 5 წუთში არ დამავიწყდეს. სულ ვცდილობ, ბევრი რამ მოვითმინო; სულ ვცდილობ, ნეგატივს გავერიდო.
- ...სავარაუდოდ, ბევრ რამეს შევცვლიდი, თუმცა დაშვებულმა შეცდომებმაც ბევრი მასწავლა, რომ არა ეს ნაბიჯები, ისეთი ვერ ვიქნებოდი, როგორი ადამიანიც ახლა ვარ. ვფიქრობ, ყველა შეცდომა გზრდის, მთავარია, გამოცდილებად მიიღო, არ გაბოროტდე.
- ...ძალიან პატარა ასაკიდან გამოვდიოდი სცენაზე, მაგრამ თავი განსაკუთრებულად არასდროს მიგრძნია. დღეს, როცა ქუჩაში გავდივარ, ვიღაც მესალმება, მეხუტება, მომიკითხავს, ეს ჩემთვის დიდი სიხარულია, მადლიერი ვარ. ვიცი, ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია; იმის ნახევარიც არ მაქვს გაკეთებული, რის პოტენციალსაც საკუთარ თავში ვხედავ.
- ...ოჯახს, შემდეგ კი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ მაინც მომისმინა, მოვეწონე. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ჩემს მსმენელს მიუძღვის.
- ...ჯანმრთელად ვარ, ჩემები ჯანმრთელად არიან. ცხოვრებაში ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, სხვა ყველაფერი მოვა და წავა. ახლობლები, ნათესავები, მეგობრები ყველაზე ძვირფასია. სამწუხაროდ, ბევრი ვნახე, სიბერემდე რომ ვერ მიაღწიეს.
- ...ის შეცდომა მეორედ აღარ გავიმეორო. ყველაზე ჭკვიანური ხომ სხვის შეცდომებზე სწავლაა.
- რა თქმა უნდა. მაგალითია ჩემთვის ის, როგორ იცხოვრა მამაჩემმა. ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ყველას უყვარდა, დიდი სიყვარულით გააცილეს. შექება შეიძლება ვინმემ ამპარტავნებაში ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია. გიო თავად იყო დაუზარელი. არ არსებობდა, შესაძლებლობა ჰქონოდა და ადამიანს არ დახმარებოდა. სიყვარულის ერთი დიდი ენერგია იყო. ვცდილობ, იმის მეოთხედი მაინც გავაკეთო, რასაც გიო აკეთებდა. შეცდომები, რომელსაც ვუშვებ, ალბათ გაცილებით მეტი იქნებოდა, მას რომ არ გავეზარდე.
- ...არაფერს. შეიძლება წლები ისე გავიდეს, ხმასაც კი არ ავუწიო. მეუბნებიან, ყველაფერს გულში ნუ იგროვებო. მერე ეს სიბრაზე ერთხელ გამოდის, მაგრამ საშინლად. არა, ამ დროს განა რამეს ვაშავებ, მაგრამ ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებს. ზოდიაქოთი კურო ვარ და ახლობლები ჩემს ამ თვისებას კუროს აბრალებენ. ნაკლებად მაქვს რეაქცია, როცა ჩემზე ლაპარაკობენ, მაგრამ ოჯახის წევრებს და ახლობლებს თუ ეხებიან, მაგ დროს ძალიან ვნერვიულობ.
- ...ტანსაცმელს სადაც გაიხდი, იქ არ დააგდოო, - ამას ჩემი ცოლი მსაყვედურობს. ვცდილობ, გამოვსწორდე.
- ...ყველაფერზე როგორ არ ვინერიულო, ამ მიმართულებით როგორ ვმართო ემოციები, სულ აღელვებული რომ არ ვიყო.
- ...ყველა ტკბილი მოგონება. არ მინდა, მოხუცივით ვილაპარაკო, მაგრამ რომ ვუყურებ, ცხოვრება მართლა ერთი თვალის დახამხამებაა. იმ ბედნიერ წამებს კი იმ მომენტში ვერ ვაფასებთ.
- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება.- არც გიოსგან ნათქვამი?- გიოს არ ჰქონდა ჩამოწერილი კანონები, ის თითის ქნევით არასდროს მასწავლიდა. როგორ უნდა მეცხოვრა, როგორი მამა, ქმარი, მეგობარი, ქალაქელი, ქართველი ვყოფილიყავი, ამის მაგალითს თავისი ცხოვრებით მაძლევდა. ომიდან დაწყებული, ის ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა.
- დიახ. გაგრა რომ დაეცა, გიო იქიდან ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა. ცხოვრებაში ისეთ ამბებს გადაურჩა და სამწუხაროა, რომ უხსენებელმა სენმა დასძლია. თუმცა არასდროს დამავიწყდება ის კადრები, ფილარმონიაში ვარსკვლავის გახსნაზე, ამდენი ადამიანი ფეხზე რომ იდგა და უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ. რთულია, ამაზე ლაპარაკი ახლაც მიჭირს. იხილეთ სრულად