"როგორ ვნერვულობდი. ამ დღეს ზუსტად ერთი თვე ვგეგმავდი... მიხარია, რომ აკა შოკში ჩავაგდე" - წერს მოდელი თამო ვაშალომიძე, რომელმაც მეუღლეს - აკა სამხარაძეს დაბადების დღის სიურპრიზი მოუწყო.
თამუნა და აკა რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ. სულ რამდენიმე დღის წინ გახდა მათი ვაჟი 2 წლის და ოჯახურ წრეში აღნიშნეს მისი დაბადების დღე.