33 წლის კეისი აკრამისა და მისი ერთი წლის ვაჟის, ჯარიმ აკრამის შესახებ Mirror-ი წერს. კეისი ცნობილი გახდა იმით, რომ შვილს განსაკუთრებულ ფუფუნებაში აცხოვრებ. წელს 100 საჩუქარი უნდა მიართვას შობას - ამბობს, რომ მაისიდან აგროვებს ამისთვის ფულს - 2500 გირვანქა სტერლინგს. საჩუქრებ შორის უნდა იყოს "ბარბერის" კოსტიუმი, კანარის კუნძულებზე მოგზაურობა და ა.შ.
ჯარიმს "გუჩის" 1000-გირვანქა სტერლინგიანი ფეხსაცმელი აცვია, დედა მისთვის ოქროულობას ყიდულობს და რძესა და თაფლში აბანავებს. როგორც თავად ამბობს, მდიდარი არ არის, სრულ დღეს სამუშაოზე ატარებს მხოლოდ იმისთვის, რომ პატარა ბიჭს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. "დაგროვების კარგი მეთოდი მაქვს და ნივთებსაც საშობაოდ, ზოგიერთ მათგანს, მაისში ვყიდულობ. ფინანსურად ბავშვის მამაც მეხმარება, თუმცა ვერ იგებს, რატომ ვიწყებ ამ ყველაფერს მაისში. მიხარია, რომ შობას 100 საჩუქარს გახსნის და იატაკი სავსე იქნება".
საინტერესო ისაა, რომ კეისი მიგრანტია და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს, თუმცა ახერხებს, რომ ბავშვს არაფერი მოაკლოს და ბავშვის მამაც ეხმარება ფინანსურად. ის ფიქრობს, ეს საუკეთესოა, რასაც შვილს გაუკეთებს. მათ შორის, ოქროს მატყუარა თუ სამაჯური, რომელიც მის შვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.