მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი "ნეტფლიქსმა" გადაიღო და სანამ ტრეილერი გამოჩნდებოდა, მანამდე მათი ოჯახური ფოტოები გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. ახლა კი ტრეილერიც გამოჩნდა და გაირკვა, რომ პირველი სერიების პრემიერა 8 დეკემბერს შედგება.
გავრცელებულ ვიდეოში საუბარია პრინცესა დიანასა და მეგანის ბედს შორის პარალელზე - ორივე ტაბლოიდების გადაჭარბებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ჰარი საუბრობს იმ "ქალების ტკივილებსა და ტანჯვაზე", რომლებიც ქორწინების შემდეგ სამეფო ოჯახში აღმოჩნდნენ. მან ასევე გააკრიტიკა სამეფო ოჯახი და იქ გამეფებულ გარკვეულ უსამართლობებს "ბინძური თამაშები" უწოდა.
ანონსის მიხედვით, სერიალში იქნება ასევე "მეგობრებისა და ნათესავების კომენტარები, რომელთა დიდ ნაწილს აქამდე არასოდეს უსაუბრიათ საჯაროდ იმაზე, რისი მოწმენიც გახდნენ.