საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი 12 დეკემბრამდე შენარჩუნდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:
"ხვალიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ღამის საათებში, დაბლობში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოში ხვალაც ზოგან შესაძლოა, მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. დღის საათებში ტემპერატურა +1, +6 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში ხვალაც შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ამაღამ 0, +2 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხვალ დღის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ 4 გრადუსი იქნება. 8-9 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე, როგორც დასავლეთში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს. ღამით სიცივეა და 8-9 დეკემბერს ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიკლებს. თბილისში 8-9 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, +1 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებში. 12 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.