საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა "ფეისბუკით“ მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
"მიშა უნდა გადარჩეს! ჩემი იქ მისვლით მეტ სოლიდარობას ვუცხადებ, შვილს მეტად ვუახლოვდები, მაგრამ მიშამ ისიც იცის, რომ არ შემიძლია სიარული, ძალიან მიჭირს. არ ვიცი, ვინ მივა და ვინ - არა, ეს 20 ნოემბერს გამოჩნდება. ეს უნდა იყოს ხმაურიანი გამოსვლები პოლიტიკის გარეშე, უნდა მოხდეს პოლიტიკისგან სრული დისტანცირება, რომ ვიღაცეებმა ბოროტად არ ისრგებლონ და რაღაც პროვოკაციები არ მოაწყონ. აქ სიცოცხლეზე და ექსპრეზიდენტის გადარჩენაზეა საუბარი. ვისაც მიშა არ მოგწონთ, არ გიყვართ და მის მიმართ ბოღმა გაქვთ, როცა გამოჯანმრთელდება ამაზე მერე დაჯექით და ილაპარაკეთ. წაქცეულ კაცს არ უნდა ეჭიდაო,“- გვეუბნება ექსპრეზიდენტის მამა ambebi.ge-სთან ინტერვიუში:
ნიკოლოზ სააკაშვილი:

- ჩემს შვილის დაკავების შემდგომ, გარკვეულ პერიოდში 14 დიაგნოზი გამოხტა, ამას ძვლის ტუბერკულოზიც დაემატა. მიშას პრობლემა აქვს მარცხენა კიდურის სახსარში და ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა ჩატარდეს ენდოპროტეზირება, რასაც აქ სათანადოდ ვერ აკეთებენ. ჩამოსულმა უცხოელმა სპეციალისტები თქვეს, სასწრაფოა და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათო. კაცი ხელს ვეღარ ხმარობს, მიდის ბევრი პროცესი... გუშინ ყურში მომხვდა ერთ-ერთი პარლამენტარის ნათქვამი - სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა, როგორც ყველა კრიმინალი პატიმარიო. რა შუაშია კრიმინალი, ლაპარაკობ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც 9 წელი გაშენებდა, საერთაშორისო ასპარეზზე გაგიყვანა და შეგიქმნა ქართული სიმბოლიკა, რომელიც აქამდე არ გქონდა. ექიმი ვარ და არ მეგულება კლინიკა, სადაც მხრის სახსარზე ენდოპროტეზირება კეთდებოდეს, ვერ ვპოულობთ, ამიტომაა საჭირო მისი გაყვანა უცხოეთში, სადაც მაღალპროფესიონალები არიან, მაგალითად, გერმანიაში.
- სანდრა ჩემი რძალია და მისი შვილები - ჩემი შვილიშვილები (ერთი მათგანი - ჩემი მოსახელეა). ედუჩიც და ნიკოლოზიც ძალიან ნიჭიერები არიან, ედუჩი უფრო დინჯია, ნიკოლოზი უფრო ექსპრესიული და ქცევებით მამას ჰგავს. სანდრას ძალიან ვუყვარვარ, ხშირად ვკონტაქტობთ. სანდრა ცდილობს, ნიკუშა ხშირად შემახვედროს და დიდი დრო გაატაროს ჩემთან. ედუჩიც რომ ჩამოდის, მასაც უშვებს ჩემთან, სახლში. სანდრას მშობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ამასწინათ, მამამისი იყო ჩამოსული და არაჩვეულებრივად ვუმასპინძლეთ. ყველამ თავისი ოჯახის საქმე თვითონ იცის, ვთვლი, რომ არ უნდა განსაჯო სიტუაცია. ის, რაც იცის ცოლმა და ქმარმა, არავინ იცის. მეც გავცილდი ცოლს, მაგრამ არავის ვაძლევ ჩვენს საქმეში ჩარევის უფლებას, დღემდე მარტო მან და მე ვიცით, რა მიზეზით მოხდა ეს.
მე და სანდრა ლიკანშიც ერთად დავდიოდით, ახლაც მეხვეწებოდა, ბზრჯომში წამოდიო, მაგრამ არ შემიძლია სიარული. ის შესანიშნავი ადამიანია და ყოველთვის თბილ ურთიერთობაში ვიყავით, ჩემთან თანამშრომლობდა და ბალნეოლოგიურში ბევრ რამეში მეხმარებოდა. ერთად ცენტრის რეაბილიტაციას ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვასწარით ამის გაკეთება. მინდოდა, სანდრაც ჩამერთო, როგორც უცხოელი პარტნიორი, რომელიც იშვიათი დაავადების სამკურნალოდ მოიძიებდა კონტიგენტს, აპარატურას... ყოველგვარი ზემდგომის დახმარების გარეშე. ამისთვის რომ მიმეღწია და ეს ცენტრი გამეკეთებინა, ჩემს შვილს ხომ ჩემთან წავიყვანდი და ვუმკურნალებდი?
- სოფოს ბავშვი ძალიან საყვარელია, მართლა ძალიან ჰგავს მიშას. სხვათა შორის, მამას პალატაში ალისას სურათი უკიდია. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... ვთვლი, რომ გოგონა ძმების გარემოცვაში უნდა გაიზარდოს. ასეთ საკითხებში საკმაოდ ლიბერალი და დემოკრატი ვარ. პატარ ალისას სიმღერა დაუწყია, დედის გენეტიკა, თორემ, აბა, მიშას სმენა არასდროს ჰქონია. იხილეთ სრულად