ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ცნობილ მოდელს ნატალია ვოდიანოვას კიდევ ერთი ღვიძლი და, ჯენიფერ ბერნსი ჰყავს, რომელიც წარსულში დედამ გააშვილა. თუმცა ბევრი სკეპტიკოსი მიიჩნევს, რომ ბერნსი სინამდვილეში ნატალია ვოდიანოვას უკანონო ქალიშვილია... ამ აზრმა საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი. იმდენად, რომ სოციალურ ქსელში ჯენიფერის სავარაუდო მამასაც კი მიაკვლიეს, გავრცელებული ხმების თანახმად ის ფოტოგრაფი ალექსეი ვასილიევია, რომელთანაც ვოდიანოვა კარიერის დასაწყისში თანამშრომლობდა.
ამ მითქმა-მოთქმას თავად ალექსეიც გამოეხმაურა:
"ნატაშა, გამარჯობა! თუ ჩემს მიმართვას შეამჩნევ, იცოდე, რომ მე აქ ვარ მოსკოვში, შენ კი სადღაც იქ ხარ. ჩვენს სიტუაციას ბევრგან განიხილავენ, თუმცა ალბათ მხოლოდ რუსეთში. მოხარული ვიქნები, თუ შენთან კონტაქტზე გამოსვლას შევძლებ, ”- განაცხადა ვასილიევმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში.!"
თავად ვოდიანოვას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სავარაუდო უკანონო ქალიშვილთან დაკავშირებულსკანდალზე. მაგრამ ალექსეი ვასილიევი არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე შეძლებს მოდელს შეხვდეს და მასთან განიხილოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
„ნატაშა გამორჩეული, დიდი დამსახურების მქონე ქალია და მისი ამბავი ყოველთვის ყურადღებას იქცევს. ჭორიკნებს საჭორაო თემას ვერ მოვაკლებთ, თუმცა ვხედავ მსგავსებას ცემსა და ვოდიანოვას ქალიშვილსა თუ დას შორის. ამ დროისთვის ამ კომენტარით შემოვიფარგლები. არ ვიცი, ეს პიარი ვისი აგორებულია, მაგრამ ჩემი ნამდვილად არა. აქ რეალურად ვმონაწილეობ როგორც მაყურებელი და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. ცოტა ხნით მაინც გადავიტანოთ ყურადღება უკრაინის თემიდან, ვფიქრობ საკმაოდ მშვიდობიანი მიზეზი გვაქვს ამისთვის, ”- განაცხადა ფოტოგრაფმა.
მოდელის დედამ იპოვა ძალა, ეღიარებინა, რომ ცხოვრების რთულ მომენტებში ქალიშვილი აღსაზრდელას სხვა ადამიანებს დაუთმო.
„დაკარგული ვიყავი: ცხადი იყო, რომ მარტო სამი პატარა ბავშვის რჩენა არ შემეძლო, რომელთაგან ერთი ინვალიდი იყო. ჩვენ უკვე ვცხოვრობდით დიდ გაჭირვებაში. ბავშვის ერთადერთი ხსნის გზა სიღატაკისგან მასზე უარის თქმა იყო. შემდეგ ვცდებოდი ბავშვთა სახლიდან კვლავ სახლში დამებრუნებინა ”- განაცხადა ვოდიანოვას დედამ Antenna-Telesem-თან ინტერვიუში.